24.ნოემბერი.2015 16:04
ბიზნესი

წამლების განვადებით გაყიდვას, წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მარკეტინგულ პროექტს უწოდებს

წამლების განვადებით გაყიდვას, წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მარკეტინგულ პროექტს უწოდებს
GPC  მომხმარებელს ახალი პროექტს - წამლების განვადებით შეძენას სთავაზობს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა ჯავახიშვილი სიახლეს მომხმარებელზე მორგებულად მიიჩნევს და გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" ამბობს, რომ სატესტო რეჟიმში ჩაშვებულმა პროექტმა მომხმარებელში ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს წამლის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, თინა ტურძელაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ასეთი პროექტები მუშაობს, თუმცა ქართული ვერსია მოდიფიცირებულია არსებული ბაზრის პირობებში და ევროპის ქვეყნებში განვადება მხოლოდ, კონტროლირებად პრეპარატებს ეხება.

"ამ ტიპის პროექტები მსოფლიო ბაზარზე მუშაობს, მაგრამ ქართული ვერსია გარკვეულად მოდიფიცირებულია ჩვენი ბაზრის პირობებში. ძირითადად ასეთი პროექტები განვითარებულ ბაზრებზე მუშაობს. ეს არის მაგალითად, ინდოეთი, ევროგაერთიანების ქვეყნები, მაგრამ ამ შემთხვევაში ნომეკლატურა, რომელზეც ვრცელდება - განვადება არის შეზღუდული. ევროგაერთიანების ქვეყნებში ძირითადად ეს არის კონტროლირებადი წამლები, რომლებიც ქრონიკული დავაადებებისთვის არის საჭირო. მაგალითად, მეტადონის პროგრამა. ინდოეთში ფარმაცევტული კომპანიები ისეთი ტიპის პრეპარატებს იყენებენ, რომლებსაც სასიცოცხლო ჩვენება აქვთ და აუცილებელია დაუყონებლივ მათი მიღება. მაგალითად, ამერიკული კომპანია "მერკის" ინდოეთის ფილიალი ინტერფერონის ანაზღაურებისთვის იყენებს ამ ტიპის განვადებას’’- აღნიშნავს თინა ტურძელაძე.

წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, თავისი პირდაპირი დანიშნულებით ეს მარკეტინგული პროექტია და ემსახურება იმას, რომ კომპანიამ თავისი პროდუქცია მეტად გაყიდოს. მისიე თქმით, პროექტი წამლის ხელმისაწვდომობას უკავშიდებას და ხელმისაწვდომობის კრიტერიუმები უნდა შეფასდეს.

"ეს პროექტი თავისი პირდაპირი დანიშნულებით მარკეტინგული პროექტია და ემსახურება იმას, რომ კომპანიამ გაზარდოს თავისი პროდუქციის გაყიდვა. რაც შეეხება მის სოციალურ ბუნებას, თუ ჩვენ მისი შეფასება გვინდა, მაშინ იგი უკავშირდება წამლის ხელმისაწვდომობას. ეს რომ გაირკვეს უნდა შეფასდეს ხელმისაწვდომობის კრიტერიუმები. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც დღეს ჩვენს ბაზარზე ქმნის პრობლემას, 4 კომპონენტია: წამლის ფასი, მისი რაციონალური გამოყენება, პირდაპირი გადახდა და ჯიბიდან გადახდა. პროექტი პირდაპირ დეკლარირებს, რომ პირდაპირი გადახდა საკრედიტო გადახდით არის ჩანაცვლებული. ეს არის პოზიტივი. რაც შეეხება დანარჩენ სამ კომპონენტს, ჯიბიდან გადახდა მაინც ხდება, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ეს საპირწონე ვერ იქნება სადაზღვევო პროგრამების. დარჩენილ ორ კომპონენტში რისკები ჩნდება. ერთი ეს არის ფასი და მეორე - რაციონალური დანიშნულება. როცა პრქტიკულად ამ პროგრამის არიალი დიდია და ყველა წამალს ეხება, არ გვაქვს საშუალება რაციონალური დანიშნულება შევფასოთ და რისკი ჩნდება იმის, რომ მოტივაცია მოხდეს და რაციონალური დანიშნულებების მასშტაბები, რომლებიც ისედაც კრიტიკულია ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდოს. ფასს რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანია. არც ერთი საოპერაციო ხარჯი არ დაიკარგება, ეს ან არის უკვე შესული წამლის ღირებულებაში, ან აუცილებლად  შევა. ის ვერ დაიკარგება ბუნებაში. მოსახლეობაში უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომობის პრობლემა მწვავედ დგას და პროექტის რეალური საფუძველიც სწორედ ეს არის. უკვე დიდი ხანია გადავაბიჯეთ იმ კრიტიკულ ზღვარს, როცა ადამიანები წამალს ვერ ყიდულობენ. ფარმაცევტულ კომპანიას დღეს მხოლოდ ეს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს, დანარჩენი შეთავაზება სახელმწიფოს შეუძლია". - ამბობს თინა ტურძელაძე.

გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" თინა ტურძელაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდა კატასტროფულია და ეს ვალდებულება ქვეყანას არა მხოლოდ "ქართული ოცნების" პროგრამით, არამედ ევროასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს აღებული.

“მედიკამენტებზე პირდაპირი ჯიბიდან გადახდა კატასტროფული, ძალიან მაღალია. ეს ვალდებულება ქვაყანას აღებული აქვს არა მარტო თავის დროზე “ქართული ოცნების’’ პროგრამით, არამედ ევროასოცირების ხელშეკრულებითაც. მას ვალდებულება აქვს, რომ ამ წლის ბოლომდე მედიკამნეტების ჩამონათვალი გააფართოვოს, გადახედოს და მიზნობრივად ან საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში უზრუნველყოს მისი რეემბურსირება. აქედან გამომდინარე, ამ წლის ბოლოს უკვე უნდა გვედოს სიაც და სქემები, თუ როგორ მოხდება სუბსიდირება ამ წამლების", - აღნიშნა თინა ტურძელაძემ.
 
ავტორი: ბიზნესკონტაქტი
23.ნოემბერი.2017 15:03
82

სასამართლოში მისოების სარჩელების განხილვებისთვის ვიწრო სპეციალიზაცია დაემატა

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 15:03
40

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე 125 საქმე განიხილა

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 14:02
83

BGEO: 2018 წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 13:01
163

"ბიტკოინის ღირებულება $10 000-ს მიაღწევს"

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 12:12
60

ნავთობის ფასი იზრდება

ვრცლად
23.ნოემბერი.2017 11:11
286

საქართველომ ყაზახეთისთვის ვალის გადახდა დაიწყო

ვრცლად