08.აპრილი.2016 12:44
ბიზნესი

Wall Street Journal: მოგზაურობა საქართველოში, ყოველთვის მეტაბოლური გამძლეობის ტესტია

Wall Street Journal: მოგზაურობა საქართველოში, ყოველთვის მეტაბოლური გამძლეობის ტესტია
The Wall Street Journal-ი საქართველოს შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "საქართველო ღვინის მომავალი მიმართულება". სტატიის ავტორი მის კახეთში მოგზაურობას აღწერს და წერს რომ საქართველოში მოგზაურობა "მეტაბოლური გამძლეობის ტესტია".
 
"როგორც მითხრეს ნაბახუსევზე არ უნდა მენერვიულა, რადგან ქართულ ქვევრის ღვინოს მსგავსი ეფექტი არ აქვს", - წერს ავტორი, რომელსაც მასპინძლობა კახეთში არსებული სასტუმროს მენეჯერმა, ელდარ რამიშვილმა გაუწია. ავტორი წერს, რომ ქართული წითელი ღვინო იმდენად მუქია რომ მას შავს უწოდებენ.

"ათასობით წლის განმავლობაში, კახეთში მეღვინეობა საოჯახე საქმე იყო. დღესაც საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, რომელიც კახეთიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ნათესავები უქმეებზე, 5 ლიტრიანი ჭურჭლით მოდიან, რომ საკუთარი სახლის რეზერვები გაავსონ", - ვკითხულობთ სტატიაში.

ასევე, ავტორი აღნიშნავს, რომ კახეთში მეღვინეობა საოჯახო საქმიდან კომერციულ საქმიანობად იქცევა. ავტორი საქართველოს კლიმატს სამხრეთ საფრანგეთისას ადარებს და ამბობს, რომ საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა.

სტატიის ავტორი კახეთში მოგზაურობის ბოლო დღეს თელავის ბაზარში იმყოფებოდა, რომელთან დაკავშირებითაც ის შემდეგს წერს: "ბაზარში ქალები წითელ პომიდორს, მამაკაცები კი სახლში დამზადებულ ქვევრის ღვინოს, ყველთან ერთად ყიდიან. ორმა მამაკაცმა დამიძახა "ტურისტი ხარ?" და მაშინვე ჭაჭა შემომთავაზეს. მასპინძელმა ჭაჭა ტრადიციული ქართული მეთოდით დალია - "ახალ მეგობრობას და საქართველოს გაუმარჯოს".



16.ნოემბერი.2018 19:00
976

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1146

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
101

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
217

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
451

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
180

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად