მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაცია იწყება

5c712a70a00ec
თელარა გელანტია
23.02.19 15:12
3916
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7.2 (კმ7-კმ14.2) კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იწყება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანა განახორციელებს.

„პროექტის შესაბამისად მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.