29.მარტი.2016 11:16
მსოფლიო

Volkswagen-ი დამატებით 800,000 მოდელს იწვევს

Volkswagen-ი დამატებით 800,000 მოდელს იწვევს
Volkswagen-ი ახალი პრობლემის წინაშეა. კომპანია 2011-2016 წლებში გამოშვებულ Volkswagen Touareg-სა და Porsche Cayenne-ს 800,000-ზე მეტ მოდელს გაიწვევს. ამჯერად გადაწყვეტილების მიზეზი ავტომობილების მუხრუჭთან დაკავშირებული პრობლემაა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დასახელებული პრობლემა გაყალბებული მონაცემების ცნობილ სკანდალთან კავშირში არ არის. Volkswagen-მა სასამართლო დავების შემდეგ, სექტემბერში საბოლოოდ აღიარა, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ტესტები გაყალბებული იყო. ამით პრობლემა არ გადაწყვეტილა, კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომის და აღიარების შემდეგ Volkswagen-ის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები კალიფორნიის სასამართლომ არსაკმარისად მიიჩნია, ავტომობილების გაწვევის საკითხს მხარი არ დაუჭირა და ამ შტატში ავტომწარმოებელს სხვა ტაქტიკის გამოძებნა მოუწევს.



18.სექტემბერი.2018 18:55
206

H&M-ის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:16
146

SpaceX-ის პირველი ტურისტი მთვარეზე იაპონელი მილიარდერი იქნება

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:10
24

JP Morgan: მომდევნო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 2020 წელსაა მოსალოდნელი

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:03
113

აშშ-ში საშუალო ფენის წლიური შემოსავალი $61,400-მდე გაიზარდა

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 21:20
1821

Coca-Cola სასმელში კანაფის გამოყენებას გეგმავს

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 19:20
175

ლონდონის მერი Brexit-ის საკითხზე მეორე რეფერენდუმს ითხოვს

ვრცლად