მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen 2028 წლამდე 22,000,000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს

5c8b7f6e0e165
ირინა ჩოჩუა
15.03.19 22:00
3290
გერმანულმა ავტოგიგანტმა Volkswagen-მა ახალი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია, ელექტრომობილების წარმოების აქსელერაციას გეგმავს. 

“2028 წლისთვის ჩვენ შევქმნით 22 მილიონ ელექტრო-მანქანას და ვიმედოვნებთ, რომ 2050 წელს ვიქნებით სრულიად ეკოლოგიურად უსაფრთხო კომპანია” - აცხადებს Volkswagen-ის CEO ჰერბერტ დიესი. 

Volkswagen-ის ეს გადაწყვეტილება ავტოინდუსტრიაში მიმდინარე გარდაქმებზე მიანიშნებს. ამის მიუხედავად, გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც რჩება იმის შესახებ თუ როგორი იქნება მოთხოვნა ელექტრომობილებზე. 

2018 წელს Volkswagen-მა 10.8 მილიონი მანქანა გაყიდა, რითაც მანქანების მწარმოებელ კომპანია Toyota-ს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიის სახელი ჩამოართვა.