მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად, კიდევ ერთხელ დაასახელეს

563b39bfeda62
Forbes
05.11.15 15:10
1659
გამოცემა Forbes-მა, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგის პირველ ადგილს, უკვე მესამედ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იკავებს. მეორე ადგილი ანგელა მერკელმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოხვდა.

რომის პაპმა ფრანცისკემ, წლევანდელ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. რომის პაპის შემდეგ, რეიტინგში ჩინეთის პრეზიდენტი ხი ჯინპინგი მოდის. ათეულში მოხვდნენ ბილ გეითსი, დევიდ ქემერონი, ნარენდრა მოდი და ლარი პეიჯი.

Forbes-ის რეიტინგი სულ 74 პირისგან შედგება. გამოცემა მსოფლიოს ყველა გავლენიან პირებს ოთხი კრიტერიუმით აფასებს. Forbes-ი ყურადღებას აქცევს, თუ რამდენ ადამიანზე აქვს პირს გავლენა და რამდენად აქტიურად იყენებს ის ამ გავლენას. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის შედგენისას, გამოცემა ითვალისწინებს კონკრეტული პირების ფინანსურ რესურსსაც.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, მედიამაგნატი, კარლოს სლიმი რეიტინგის 15-ე ადგილს იკავებს, უორენ ბაფეტი კი მე-13-ს. 17-ე ადგილზე მოხვდა კომპანია Amazon-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი. ფეისბუქის დამფუძნებელმა, რეიტინგში 19-ე ადგილი დაიკავა, მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა გავლენიანი ადამიანი, კიდევ ერთხელ გახდა. გამოცემამ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, 69-ე პოზიციაზე დაასახელა.