მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზალიბერალიზაციით საქართველოს 300,000-მა მოქალაქემ ისარგებლა

5c53e6a2d59ec
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.19 10:40
1205
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კომისიამ, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ საქართველოს დაახლოებით 300,000 მოქალაქე იმყოფებოდა. 

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულებად კვლავ რჩება გაატაროს ეფექტური საინფორმაციო კამპანია და აღკვეთოს არალეგალური მიგრაციის პრობლემა. ანგარიშში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კონტროლზე, ასევე ამ მიმართულებით გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე არის საუბარი:

"რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, უვიზო მიმოსვლის უფლებისა და ვალდებულების შესახებ საინფორმაციო კამპანიები გრძელდება, განსაკუთრებით სოფლად. სავიზო ლიბერალიზაციის ნიშნულების მუდმივი განხორციელება კვლავაც რჩება საქართველოს ვალდებულებად და საქართველომ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა, რათა გააგრძელოს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის
გადაწყვეტა და არალეგალური მიგრაციით ყველაზე მეტად დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებთან ოპერატიული თანამშრომლობის გააქტიურება.

საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადთა გაზრდის საკითხის მოსაგვარებლად და არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის 2018 წლის აპრილში შეიტანა ცვლილები სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში (რომელმაც გვარის შეცვლის პირობები შეზღუდა) და წინსვლა აღინიშნა 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განახორციელების კუთხით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში ჩართულობასთან დაკავშირებით. საქართველოს თანამშრომლობა რეადმისიასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით კარგად მიმდინარეობს, რაც დაადესტურეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2018 წლის ივნისში საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე,"- წერია ევროკომისიის ანგარიშის ოფიციალურ თარგმანში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს. 

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის როლი, რომელსაც საქართველო აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თამაშობს.