19.მაისი.2017 11:11
ბიზნესი

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროტურებზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროტურებზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროტურებზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა,- ამის შესახებ "საქმის კურსს" ტურისტულმა კომპანიებმა განუცხადეს.

"ჯორჯიან თრეველ გრუპის" ხელმძღვანელი ნატა რუხაძე ამბობს, რომ ევროპის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი. პოპულარულია ბარსელონის(50%-იანი ზრდა), იტალიის (30%-იანი ზრდა), საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართულებები. ამასთან, მოთხოვნა გაიზარდა ისეთ მიმართულებებზე, რომლებზეც აქამდე თითქმის არ ფიქსირდებოდა, ასეთ ქვეყნად კი ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი ხორვატიას ასახელებს.

"სექტემბრის თვეში დაიწყო ზრდა ხორვატიის მიმართულებით, მანამდე ეს ქვეყანა ძალიან პრობლემური, რამდენადაც ვიზის აღება უკრიანაში ხდებოდა",- აცხადებს ნატა რუხაძე.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ფასები ევროპის ზოგიერთ მიმართულებაზე. ნატა რუხაძე ამბობს, რომ ეს, ერთი მხრივ, გაზრდილმა მოთხოვნამ, მეორე მხრივ კი, ზაფხულის სეზონმა განაპირობა.

"მომხმარებლებს მობეზრდათ თურქეთის მიმართულება და ახალ ლოკაციებს ითხოვენ ჩვენგან. თუმცა, ფასებს რომ ვადარებთ, თურქეთი მაინც ყველაზე იაფი გამოდის",- აცხადებს ნატა რუხაძე.

ევროტურებზე მოთხოვნის დაახლოებით 50%-იან ზრდაზე საუბრობს star travel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილიც.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდისთვის ყველაზე აქტიურია იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და უნგრეთი.

თათია სუხიტაშვილი ამბობს, რომ ფასების ზრდას ორი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს, პირველია, ზაფხულის პერიოდი, როდესაც ყოველთვის იზრდება ფასები და მეორე, რამაც ფასების ზრდა განაპირობა, ამ მიმართულებებზე მოთხოვნის გაზრდაა.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
25.ნოემბერი.2017 02:02
131

შსს-ს მიერ განახლებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი

ვრცლად
25.ნოემბერი.2017 00:12
206

შსს: გარდაცვლილია 12 ადამიანი

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
688

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
597

"ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარზე შსს განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 19:07
54

GPI-მ 9 თვეში 3,2 მლნ ლარის მოგება მიიღო

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 18:06
106

პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის დინამიკა

ვრცლად