29.დეკემბერი.2015 20:04
საფინანსო სექტორი

ვითიბი ბანკი: სანქციები ქართველ კლიენტებზე არ მოქმედებს

ვითიბი ბანკი: სანქციები ქართველ კლიენტებზე არ მოქმედებს
"ვითიბი ბანკი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მათი დედა კომპანიის მიმართ სანქციების სიის გაფართოებას საქართველოში ბანკის წარმომადგენლობაზე, ისევე როგორც მის კლიენტებზე გავლენა არ ექნება. როგორც არჩილ კონცელიძემ განაცხადა, ბანკის ლიკვიდურობისა და კაპიტალიზაციის მაჩვენებლები პოზიტიურია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია რამდენიმე დღის წინ გააფართოვა და მასში მოხსენიებული იყო რუსული ვითიბის შვილობილი ბანკები რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
 
„არცერთ პროდუქტზე და არცერთ კლიენტზე, რომელიც დღეს საქართველოშია ეს სანქციები არ მოქმედებს, ამიტომ ახალი აქ არაფერია. არანაირი ზემოქმედება საქართველოზე არ არის. ლიკვიდურობაშიც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, პირიქით ეხლა გვაქვს სუბორდინირებული დამატებითი 12 მილიონი გამოყოფილი, რომელიც უბრალოდ არ გვჭირდება და არ ვითვისებთ“, - აცხადებს არჩილ კონცელნიძე.

შეგახსენებთ, რომ VTB Bank-ი იმ კომპანიების სიაში მოხვდა, რომელსაც ამერიკამ ყირიმში რუსეთის ქმედებების გამო სანქციები დაუწესა.



25.სექტემბერი.2018 20:40
44

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა იზრდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 20:20
49

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა იზრდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 19:16
44

კომერციული ბანკების აქტივები იზრდება

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 15:11
29

Commerzbank-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 11:23
278

Global Finance-მა კობა გვენეტაძე წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირებს შორის დაასახელა

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 21:44
1815

ბანკების ასოციაციას ალექსანდრე ძნელაძე უხელმძღვანელებს

ვრცლად