მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისთვის შეიძლება გაუქმდეს ავანსის დღგ-ით დაბეგვრა? - ფინანსთა სამინისტროს განმარტება

5a8ec6ea60fe6
თელარა გელანტია
22.02.18 17:33
3061
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ავანსის დღგ-ით დაბეგვრა საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.
ასე უპასუხა ხუციშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მეწარმის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ავანსის დღგ-ით დაბეგვრით გამოწვეულ პრობლემებს შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ „მაქსიმალურად იმ ფორმით მოხდა რეგულაციების დანერგვა, რომ ყველაზე ნაკლებად დაბალი ტვირთი ყოფილიყო ადმინისტრირების ნაწილში“.

"ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის ამოქმედების ვალდებულება საქართველოს აქვს აღებული. ესაა ნამდვილად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზებას დამატებული ღირებულების გადასახადის დირექტივასთან მიმართებაში. რამდენიმე შესაძლებლობა არსებობდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამის იმპლემენტაცია საქართველოში და შერჩეული იქნა, ფაქტობრივად, ყველაზე მარტივი მოდელი, რაც კი შესაძლებელი იყო, რომ შეგევრჩია“, - განაცხადა ხუციშვილმა და კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

"ჩვენ მთლიანდ გამოვყავით ის ოპერაციები, რომელიც თანხის გადახდის მომენტში ჯერ არ არის კვალიფიცირებული დასაბეგრში იქნება გამოყენებული თუ -დაუბეგრავში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ოპერაციებზე ვთქვით, რომ ჯერ არ ვიცით, ავანსი რა ნაწილზეა და არ დავბეგროთ; ანუ ზოგადი პრაქტიკა არის ისეთი, რომ ასეთი ოპერაციები თავიდანვე დასაბეგრია. ანუ ამ ეტაპისთვის რისი შესაძლებლობაც გვქონდა არის ის, რომ მაქსიმალურად იმ ფორმით მოხდა რეგულაციების დანერგვა, რაც იქნებოდა ყველაზე ნაკლებად დაბალი ტვირთი ადმინისტრირების ნაწილში“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა ხუციშვილის თქმითვე, „ავანსის დღგ-ით დაბეგვრა არის ვალდებულება რომელსაც ვერსად გავექცევით“.

"პატივი უნდა ვცეთ ამ ვალდებულებას და შევასრულოთ, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კიდევ გარკვეული რესურსი, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. განსაკუთრებით ეს ეხება მცირე პერიოდიან პროექტებს, როდესაც საუბარია ერთ თვეზე ან როცა პროექტი თვიდან მეორე თვეში გადადის... ვმუშაობთ რომ ასეთი ოპერაციები გამოვიყვანოთ იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არის, ჯერჯერობით, გაურკვეველი ოპერაციები, რაც არ იბეგრება. შესაბამისად, გარკვეულწილად რითეილშიც, უმეტეს ნაწილში, ეს ტრანზაქციების რაოდენობას, ვფიქრობ რომ შეამცირებს", - აღნიშნა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ავანსის დღგ-ით დაბეგვრა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ბიზნესს ფინანსურ ტვირთად დააწვა. ბიზნესის ნაწილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის გაუქმებას ითხოვს.