16.თებერვალი.2016 13:57
ბიზნესი

Visa-ს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახალი მენეჯერი ეყოლება

Visa-ს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში  ახალი მენეჯერი ეყოლება
კომპანია Visa-ს რეგიონალურ დირექტორად, დმიტრო კრეპაკი დაინიშნა, ის ამ დრომდე უკრაინის რეგიონალური მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა, ახლა კი მას კომპანიის რეორგანიზებული გუნდის მართვა დაევალება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც.
 
"საქართველოს და სომხეთის უკრაინასთან გაერთიანება, ერთიან მენეჯმენტის სისტემაში, თითოეული ქვეყნისათვის იქნება უდიდესი სარგებლის მომტანი, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა გადახდების ახალი ტექნოლოგიების სფეროში უკვე დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და ისარგებლონ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით ერთიანი მენეჯმენტის გუნდის არსებობიდან გამომდინარე", აცხადებს მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

"საქართველო და უკრაინა რეგიონში ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ეს სამივე ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებსა და სავაჭრო პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო დააჩქარონ ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ფულის უფრო საიმედო, უსაფრთხო და ინოვაციური გადახდის ფორმების დანერგვა და პოპულარიზაცია".

დმიტრო კრეპაკი პასუხისმგებელი იქნება უკრაინის, საქართველოს და სომხეთის ერთიანი სტრატეგიის, ბიზნეს განვითარების, რესურსების ოპტიმიზაციის და კლიენტებთან, მარეგულირებლებთან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე, რათა მოხდეს უნაღდო გადახდების სფეროს განვითარება სამივე ქყეყანაში.



25.მაისი.2018 21:00
547

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

ვრცლად
25.მაისი.2018 20:00
89

"თბილღვინომ" ალკოჰოლური სასმელების 3 კონკურსზე 21 მედალი მოიპოვა

ვრცლად
25.მაისი.2018 19:30
263

"ბიუბიუს" დამფუძნებელი საქსტატს აკრიტიკებს

ვრცლად
25.მაისი.2018 18:00
1110

„მცირე და საშუალო ბიზნესში ჩადებული ფული გადაყრილია“

ვრცლად
25.მაისი.2018 17:00
93

დაანონსების მიუხედავად ტაქსების რეგულაციის საკითხი რეგიონებში არ განიხილება

ვრცლად
25.მაისი.2018 15:45
75

"ნუგბარი" ყურძნის წვენის კონცენტრატის მწარმოებელ საწარმოს შექმნის

ვრცლად