მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირუსი WannaCry-სგან მიყენებული ზარალი $1 მილიარდს აჭარბებს

5927e82711308
BM.GE
26.05.17 12:30
1018
რამდენიმე კვირის წინ დაწყებული კიბერთავდასხმით მიყენებულმა ზარალმა მსოფლიოში მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვირუსი სახელწოდებით WannaCry მსოფლიოს 150 ქვეყანაში გავრცელდა და მან ჯამში 300 000-მდე კომპიუტერში შეძლო შეღწევა, - დავირუსდა ელექტრონული სერვერები, დაიბლოკა კომპიუტერები.

მუშაობის გასაგრძელებლად, ჰაკერების ჯგუფი მომხმარებლისგან კომპიუტერულ სისტემაში კვლავ შესვლის სანაცვლოდ, 300-დან 600 აშშ დოლარამდე თანხას ითხოვდა ბიტკოინების სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომდევნო სამი დღის განმავლობაში კომპიუტერში არსებული მონაცემების წაშლით იმუქრებოდა.