11.აპრილი.2016 12:30
ბიზნესი

ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი საქართველოს ტურისტულ ადგილებში გამოგზაურებთ

ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი საქართველოს ტურისტულ ადგილებში გამოგზაურებთ
კომპანია Vrex-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი შექმნა. კომპანიის გეგმებზე "საქმიან დილასთან" კომპანია Vrex-ის დირექტორი, ნიკა როსტომაშვილი საუბრობს.
 
- ბატონო ნიკა როგორ შეიძლება საქართველოს ვირტუალურად გაცნობა?

- ეს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, მობილური მოწყობილობაა ადგილის წარსადგენად. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ტურიზმთან დაკავშირებით თუ კი ადამიანს რამე შეიძლება მოუნდეს, ამ ერთ პატარა ქვეყანაში ყველაფერი არსებობს. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ის არის, რომ ეს დანარჩენ მსოფლიოსაც ვაჩვენოთ. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანია, რომელსაც ტურიზმი უყვარს. ჩვენი ძალიან მარტივი მოწყობილობა, ნებისმიერი სმარტფონის შიგნით იდება, რის შემდეგაც აპლიკაცია ჩაირთვება.

- ვიცით, რომ ტურისტულ გამოფენაზე აპირებთ მოწყობილობის წარდგენას, გქონდათ თუ არა კონტაქტი ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ან ეკონომიკის სამინისტროსთან და თუ გქონდათ მათი შეფასება როგორია?

- კომუნიკაცია ყველასთან გვქონდა. ხუთშაბათს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვექნება შეხვედრა და დიდი იმედი მაქვს, რომ შეხვედრა წარმატებით დასრულდება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინტერესს გამოხატავს, რომ ჩვენი პროექტი სრულად განხორციელდეს. ამაში კი იგულისხმება, ის რომ ყველა ტურისტულმა ორგანიზაციამ მოწყობილობა უფასოდ მიიღოს.

- მოწყობილობა ტექნიკური თვალსაზრისით რამდენად ხარისხიანია?

- დღეს ხარისხი ტელეფონისთვის არის ოპტიმიზირებული. თუმცა, ჩვენ ასევე გაკეთებული გვაქვს, მოწყობილობა, რომელიც ხუთჯერ უფრო მაღალი ხარისხისაა და ტვინი ვეღარ ხვდება რეალურია ეს თუ კლიპია. ის სმარტფონზე ორიენტირებული არაა. ის სპეციალური სტენდის მეშვეობით მუშაობს, რომელიც ადვილად ტრანსპორტირებადი არ არის.

- საქართველოს რამდენი კუთხის წარმოდგენა შეგიძლიათ ამ ეტაპზე?

- რადგან ამ ეტაპზე ჩვენი რესურსებით ვაკეთებთ პროექტს, სწრაფი ტემპით მთლიან საქართველოს ვერ მოვიცავთ. საქართველოში 400-ზე მეტი ადგილია, რომელიც სრულფასოვნად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ბაზარზე გასატან ტურისტულ ადგილად. დავიწყეთ ისეთი ადგილებით, სადაც სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურაა განვითარებული, ასევე ვგეგმავთ ისტორიული და კულტურლი მემკვიდრეობის ძეგლების მქონე ადგილების დამატებას.

აპლიკაცია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ის უკვე ადამიანების და ადგილის მაქსიმალურ ეფექტიან თანხვედრას უზრუნველყოფს. მაგალითად, მომხმარებლის facebook-ის like-ებით აპლიკაცია პირის გემოვნებას აანალიზებს და ზუსტად იმ ადგილებს სთავაზობს, რომელიც დიდი ალბათობით მოეწონება.

- რატომ გახდა აუცილებელი ამ ტექნიკის შექმნა, ხომ არ ფიქრობთ, რომ უცხოელი ტურისტები სრულყოფილად მაინც ვერ გაიგებენ რა დახვდებათ აქ?

- რა თქმა უნდა. საქართველოს ტურისტული თვალსაზრისით განძია, დიდი პოტენციალია, მაგრამ ის მარკეტინგი, რომელიც დღემდე ხორციელდებოდა საკმაოდ სუსტია და ჩვენ ამ ტექნოლოგიაში საკმაოდ დიდი პოტენციალი დავინახეთ. განსაკუთრებით იმ ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაყიდვა ჭირს, სადაც ადამიანი ნამყოფი არ არის.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ტურისტულ სააგენტოში შემოდის და იქ ალტერნატივები არსებობს ვთქვათ ეგვიპტე, თურქეთი, რომელიც უკვე ბრენდია და ეს ადგილები ყველამ იცის და ამ დროს შენ უნდა მოახერხო, რომ ამ ადამიანს საქართველო მიყიდო, რომელშიც ნამყოფი არ არის და რაღაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

ახლა ვგეგმავთ, რომ მასობრივი წარმოება Fab Lab-ში დავიწყოთ და მალე ალბათ მაღაზიებში იხილავთ ამ მოწყობილობას.

- ინვესტორის მოძიებასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმულია?

- მოლაპარაკებები არის. თვითონ, როგორც პროექტი ძალიან საინტერესოა და ისრაელში მსოფლიო დონის ინვესტორებმა, ბიზნეს ანალიტიკოსებმა ყველამ ძალიან მაღალი პოტენციალით შეაფასა. ისრაელიდან შემოთავაზება გვქონდა, რომ იქ დავრჩენილიყავით და იმ შემთხვევაში მოხდებოდა ინვესტირება. ჩვენ ამისგან თავს ვიკავებთ და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში გავაკეთოთ.



20.ოქტომბერი.2018 13:28
427

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
698

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:15
533

პრემიუმ კლასის კედების მწარმოებელმა "Cortex"-მა საბავშვო ხაზი დაამატა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 10:24
487

FlyHelp-მა ავიაკომპანიებს 1500 საქმე მოუგო და 1 მლნ ლარის კომპენსაცია მიიღო

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 10:48
2701

საგარეჯოში ტურისტული კომპლექსი "ღვინის სახლი" იხსნება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 10:25
791

ორბელიანის მოედანზე "KTW ჯგუფის" ახალი სასტუმრო იანვარში გაიხსნება

ვრცლად