მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იქნება შემდეგი: 7 ევროპული რეგიონი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს

59df3e389379c
BM.GE
12.10.17 14:01
2156
კატალონია პოზიციას არ იცვლის და განაგრძობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, რითიც იმედს უცრუებს ესპანეთს და ევროკავშირს. ამავე დროს კატალონია არ არის ერთადერთი რეგიონი ევროკავშირში, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს ან ავტონომიის გაზრდას.

შოტლანდია - დიდი ბრიტანეთი

2014 წელს შოტლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი სადაც გამოკითხულთა 55%-მა არ ისურვა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფა. დღეს სხვა რეალობა გვაქვს, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროა მეორე რეფერენდუმი მას შემდეგ როცა ცნობილი გახდება თუ როდის ტოვებს ევროკავშირს დიდი ბრიტანეთი. 5.2 მილიონიანი შოტლანდია 1998 წლიდან ნახევრად ავტონომიური ქვეყანაა, აქვს საკუთარი პარლამენტი, თავად წყვეტს განათლების საკითხებს, ჯანდაცვის, სამართლის და გარემოს დაცვით მიმართულებებზე გადაწყვეტილებებს ლონდონისგან დამოუკიდებლად იღებს.

ფლანდრია - ბელგია

გაერთიანებული ევროპის დედაქალაქი ერთიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე თავად არის. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1830 წლიდან მოიპოვა და ერთგვარი ბუფერული ზონა იყო საფრანგეთსა და გერმანიას შორის. შესაბამისად ქვეყანა ორ ერს აერთიანებს. დღეისთვის ფლანდრიაში ნაციონალური ძალები ისე არიან გაძლიერებულები როგორც არასდროს. სეპარატისტულმა ახალმა ფლამანდრიულმა ალიანსმა პირველი ადგილი დაიკავა პოლიტიკურ ველზე და ასევე მნიშვნელოვან პარტნიორად იქცა კოალიციურ მთავრობაში.

ესპანეთი - ბასკეთი

სეპარატისტული ორგანიზაცია ეტა 1959 წელს ბასკეთის რეგიონის ინტერესების დასაცავად დაფუძნდა. მოგვიანებით ის ტერორისტულ ორგანიზაციად გარდაიქმნა და მიახლოებითი დათვლებით მათმა მოქმედებებმა 829 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო ძალადობრივი აქცია ორგანიზაციამ 2010 წელს ჩაატარა. მალევე ორგანიზაციის განიარაღება მოხდა. დღეისთვის ეტას წევრები და მემკვიდრეები გაერთიანებული არიან ფრანკო ესპანურ პარტიაში Sortu, რომელიც 2.2 მილიონი ბასკის სრული თავისუფლებისთვის იბრძვის.

ახალი კალედონია

წყნარი ოკეანეში მდებარე საფრანგეთის ეს არქიპელაგი მომავალ წელს დაახლოებით 280 000 მოსახლით გადაწყვეტს სურს თუ არა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა. ახალი კალედონაი საფრანგეთის მმართველობის ქვეშ 1853 წლიდან არის, თუმცა 1998 წელს ამ რეგიონის მცხოვრებლებმა პარიზთან დადეს შეთანხმება, რომ მათი ავტონომიურობა გაიზრდებოდა.

კიდევ ერთი ნაწილი ფრანგული იურისდიქციიდან შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობის ახალ ეტაპზე გადავიდეს. კორსიკა, სადაც 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს დღეს სწორედ საფრანგეთის ნაწილია, თუმცა მოსახლეობა მაინც საკუთარ ენაზე საუბრობს. 2014 წელს კორსიკის სეპარატისტულმა ფრონტმა შეიარაღებული ბრძოლა დაასრულა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თუმცა ახლა ცდილობენ რომ მოლაპარაკებები გამართონ და ამით მიაღწიონ შედეგს.

ფარერები დანიის ის ნაწილია რომელიც ამ ქვეყანას შეიძლება გამოეყოს. 48 ათასი ადამიანი 2018 წლის აპრილში რეფერენდუმზე იტყვის რა სურს . 1948 წლიდან ფარერების კუნძული იყო ავტონომიური.

და ბოლოს იტალიის ერთ ერთი მდიდარი რეგიონი ლომბარდია და ვენეტო სადაც რეფერენდუმი 22 ოქტომბერს ჩატარდება .