მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გამოვა დღეს სიტყვით დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე?

5c46ed3ae66eb
ლევან თაღიაშვილი
22.01.19 15:55
596
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. შვეიცარიაში ყველაზე მდიდარმა და გავლენიანმა ადამიანებმა მოიყარეს თავი.

დღეს სიტყვით გამოვლენ Alphabet-ის ფინანსური დირექტორი რუთ პორატი, Bank of America-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ბრაიან მოინიჰანი, Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სატია ნადელა, Reuters-ის მედია ხელმძღვანელი სტივენ ადლერი, Washington Post-ის მედია ხელმძღვანელი მარტი ბარონი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჯეარ ბოლსონარო და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტიან ლაგარდი.

კერძო და საჯარო სექტორის ლიდერები განიხილავენ შემდეგ თემებს: "მსოფლიო ბაზრის ცვლილება და ახალი არქიტექტურა", "გლობალიზაციის ცვლილება 4.0", "მედიის თავისუფლება კრიზისის დროს", "მსოფლიო ეკონომიკური ზრდა", „სავაჭრო ომი“ და ა.შ