მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ და როდიდან იცხოვრებს რუსთავის სოციალურ საცხოვრებელში

5b0ad3172e377
თათია ჩაფიჩაძე
27.05.18 20:05
595
რუსთავში სოციალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი რომლისთვისაც 1 100 000-მდე ლარი დაიხარჯება 52-54 ოჯახზე იქნება გათვლილი. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ვინ იცხოვრებს XI მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სპეციალურად შექმნილი კომისია მიიღებს.

„სოციალური საცხოვრებელი რუსთავში წლის ბოლომდე აშენდება, რის შემდეგაც უკვე მას სათანადო ექსპერტიზის დასკვნები დასჭირდება. ყველა ამ პროცესების გავლის შემდეგ კი მოხდება ყველაზე დაუცველი ფენისთვის საცხოვრებელის გადაცემა. ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.