მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ჩაანაცვლებს Rixos-ს ბორჯომში - მოლაპარაკება 4 საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობს

5ab5ff5009a0c
მაია ბიწაძე
24.03.18 12:00
1490
სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის ოპერატორის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ Bm.ge-ს სს "ბორჯომი- ლიკანის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

“აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ოთხ კომპანიასთან: "ჰილტონის", "აკორის", "მარიოტის" და "ინტერკონტინენტალის" ჯგუფებთან, თითეულ მათგანს 15 ქვებრენდი აქვს და კონკრეტულად რომელს შემოვიყვანთ, უახლოეს მომავალში გაირკვევა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სასტუმროს Rixos -ის ბრენდი სამი წელი მართავადა, ის სასტუმროს ოფიციალურად 13 აპრილს დატოვებს. როგორც შალვა ალავერდაშვილი განმარატავს, მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო “რიქსოს ბორჯომი” 2015 წლის თებერვალში გაიხსნა. ის „საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია „KazMunaiGaz Service“-ის ერთობლივი პროექტია.