09.თებერვალი.2019 10:00
მსოფლიო

ვინ აღმოჩნდა ჰაკერების სამიზნე 2018 წელს?

ვინ აღმოჩნდა ჰაკერების სამიზნე 2018 წელს?
2018 წლის ერთ-ერთი მასობრივი კიბერთავდასხმა იაპონურ კრიპტობირჟაზე განხორციელდა. ჰაკერებმა $530 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების NEMcoin-ი მოიპარეს. Coincheck-მა ჰაკერების თავდასხმა მხოლოდ 8 საათის შემდეგ შეამჩნია. იაპონურმა კომპანიამ არასანქცირებული წვდომის გამოვლენის შემდეგ ვაჭრობა შეაჩერა. აღნიშნული კიბერთავდასხმით, დაახლოებით, 260 000 მომხმარებელი დაზარალდა.

ჰაკერების მსხვერპლი გახდა ასევე თვითმფრინავების მწარმოებელი "Boeing". Boeing-ის სისტემაზე კიბერთავდასხმა WannaCry-ის მსგავსი ვირუსით მოხდა. კომპანიის ცნობით, Boeing-ის კიბერუსფართხოების სისტემამ და თანამშრომლებმა წარმატებით იმუშავეს და ვირუსმა ვერ შეძლო შეეჩერებინა ან დაეზიანებინა წარმოებისა და მიწოდებისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა. WannaCry-ს მიერ მიყენებულმა საერთაშორისო ზარალმა 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

T-Mobile-ზე კიბერთავდასხმამ ამავე წელს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი დააზარალა. კომპანიის სერვერები ჰაკერებმა 20 აგვისტოს გატეხეს და T-Mobile-ის 2 მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოიპარეს. თავდასხმა სატელეკომუნიკაციო კომპანიის 77 მილიონი მომხმარებლის 3%-ზე ნაკლებს შეეხო.

ჰაკერებმა პერსონალური მონაცემების მოპარვა სასტუმროების ქსელ Marriott-დანაც შეძლეს. ამ შემთხვევაში მომხმარებლების რიცხვი დაახლოებით 500 მილიონი იყო. ჰაკერების ხელში ისეთი მონაცემები აღმოჩნდა როგორებიცაა სახელი, გვარი, ტელეფონის და პასპორტის ნომერი, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართები და დაბადების თარიღები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციებზე ფასი 5%-ით შემცირდა.

და ბოლოს 2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა ევროპელი დიპლომატების მიმოწერის მოპარვა მოახერხეს. გზავნილებში საუბარია როგორც დონალდ ტრამპზე , ისე გლობალური ვაჭრობის საკითხებზე. ევროპის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ მასშტაბური კიბერიერიშის შედეგად, ჰაკერებმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა მაინც ვერ მიიღეს.



19.თებერვალი.2019 00:11
1949

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს ყოველთვიურად $500-ის დარიგებას ჰპირდება

ვრცლად
18.თებერვალი.2019 13:00
2203

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 14:14
5064

ტრამპმა კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 00:10
5685

მანჩესტერში ადამიანებს ქუჩაში დაძინებისთვის £100-ით დააჯარიმებენ

ვრცლად
14.თებერვალი.2019 16:13
215

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ახალ რეკორდს მიაღწია

ვრცლად
14.თებერვალი.2019 00:30
1007

ბრიტანეთი 2021 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების ბაზრის ათვისებას გეგმავს

ვრცლად