მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცეპრემიერმა ანაკლიის პორტზე სასაუბროდ პარლამენტში მისვლა ითხოვა - "გთხოვთ, მომისმინოთ"

5c924391429db
თელარა გელანტია
20.03.19 17:39
1144
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, სასაუბროდ პარლამენტში მისვლა ითხოვა.
შესაბამისი წერილით ვიცეპრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

მაია ცქიტიშვილს ხვალ, 21 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

“მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტმა განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გამოიწვია, მათ შორის საჯაროდ გაჟღერდა საქართველოს პარლამენტის წევრების სურვილი საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს სასესიო კვირაში მომისმინოთ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ”, - ნათქვამია მაია ცქიტიშვილის მიერ ირაკლი კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 12 მარტს დაანონსა, რომ საზოგადოებას ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ, კონკრეტულად კი, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებს კონსორციუმი კომერციული გარიგების პირობებს, ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდიდნენ.

„რა ვალდებულება როგორ შესრულდა სახელმწიფოს მხრიდან და მათ შორის პირველ რიგში, ამ კომერციული ორგანიზაციის მხრიდან, ამის თაობაზე საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას... აქ საუბარია, კომერციული გარიგების პორობების შესრულებაზე. უახლოეს დღეებში შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ; აბსოლუტურად ღიაა ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გარიგებასთან და ჩვენ შეგვიძლია სრული ინფორმაციის მიწოდება ამ საქმესთან დაკაშირებით. ეს პროექტი განიხილება როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და მისი განხორციელება ხელისუფლების ინტრესებშია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.