მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცეპრემიერი: "Panasonic" თავის რეგიონულ ცენტრს საქართველოში განათავსებს

5c8f4ce891440
თათია ჩაფიჩაძე
18.03.19 12:00
1494
„კომპანია „Panasonic“ რეგიონული ტვირთების კონსოლიდირებას და მიწოდებას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში „Gebrüder Weiss“-დან მოახდენს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქტიშვილმა ავსტრიული კომპანია „გებრიუდერ ვაისის“ სამხრეთ კავკასიაში პირველი ლოგისტიკური და სასაწყობო ცენტრის გახსნისას განაცხადა.

„Panasonic“ თავის რეგიონული ტვირთების კონსოლიდაციას საქართველოში მოახდენს. ეს ოპერაციები მანამდე გერმანიაში ხდებოდა და ამ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ უკვე „პანასონიკი“ თავის რეგინულ ცენტრს განათავსებს საქართველოში.

ეს არის სწორედ გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი ეკონომიკური დერეფნის განვითარების მიმართულებით. ლოგისტიკური ცენტრები, სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციები, ტვირთების დამატებითი დამუშავება, ეს არის იმ ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესი, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ავსტრულმა კომპანია „Gebrüder Weiss“-მა 6-თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, თბილისში ახალი ლოჯისტიკური ცნეტრი გახსნა. ცენტრის მშენებლობისთვის კომპანიამ 2.5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.