მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცემერი: თბილისის გენგეგმის დამტკიცების გაჭიანურება არ ხდება

5c459c271073a
სალომე მეცხვარიშვილი
21.01.19 15:05
723
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცება საკრებულოში უახლოეს მომავალში მოხდება.

მისი თქმით, გენგეგმა სტრატეგიული და მნიშვნელვანი დოკუმენტაციაა და მის დამტკიცებას შესაბამისი დროც სჭირდება.

“დამტკიცების გაჭიანურება არ ხდება, უბრალოდ, დეტალურად განიხილება საკრებულოში და არც იქნებოდა კარგი, წარდგენიდან ერთ კვირაში გენგეგმა დამტკიცებულიყო. გენგეგმა დაამუშავა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მერიამ და ახლა განიხილავს საკრებულო, რისთვისაც დრო სჭრირდებათ. ჩვენ დავპირდით თბილისს, რომ გენგეგმა განახლდებოდა და ეს ასეც მოხდება”,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.