მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეტერინარები ანტიბიოტიკებს მხოლოდ რეცეპტით გამოწერენ

594ce0a0638d0
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.17 14:12
2070
ვეტერინარები ანტიბიოტიკებს მხოლოდ რეცეპტით გამოწერენ. იმისთვის, რომ რეგულაცია ამოქმედდეს, ჯერ ვეტერინარობა რეგულირებული პროფესია უნდა გახდეს - ამის შესახებ პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი, რომელიც ცვლილებებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კვალიფიციურად უნდა მუშავდებოდეს ანტიბიოტიკების დანიშვნისა და გამოყენების სქემა, ამავდოულად გაკონტროლდეს ორგანიზმიდან მათი სრული გამოდევნის პერიოდი.

"ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება ანტიბიოტიკების მხოლოდ რეცეპტით გაცემა ვეტერინარული აფთიაქებიდან. რეცეპტის გამოწერის უფლება კი ენიჭება მხოლოდ რეგულირებადი სპეციალობის კურსდამთავრებულებს",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აქვე მითითებულია, რომ დღეისათვის ვეტერინარს არ აქვს რეცეპტის გამოწერის უფლება, რაც ქმნის ბარიერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხების ვალდებულებების შესასრულებლად.

"ამჟამად, ვეტერინარიის დარგის სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალობის მომზადება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ვეტერინარია არ არის რეგულირებადი პროფესია, შესაბამისად, ვეტერინარი ექიმის კვალიფიკაციის მქონე პირს საქმიანობის განხორციელებისათვის არ მოეთხოვება სერტიფიკატი და არ აქვს რეცეპტის გამოწერის უფლება, სანამ ეს საქმიანობა რეგულირებადი პროფესია არ გახდება",- ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნულიდან გამომდინარე ოთარ დანელია, გამოდის ინიციატივით, რომ ვეტერინარია რეგულირებად საქმიანობად განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს ვეტერინარიის 5 წლიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამად.

„ვეტერინარიის პროგრამის რეგულირების სფეროში მოქცევის შემდეგ, აღარ იარსებებს ვეტერინარიის 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამა”,- ნათქვამია კანონპროექტში.