19.თებერვალი.2016 14:26
ბიზნესი

ვერტმფრენების თურქულ კომპანიას მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა

ვერტმფრენების თურქულ კომპანიას მესტიაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა
მესტიაში "Heli-skiing" ტურების ორგანიზებასა და ტურისტული ჯგუფების მომსახურებას თურქული კომპანია GUNEYDOGU HAVACILIK ISLETMESIAS განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" დააკმაყოფილა კომპანიის განაცხადი მიმდინარე წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირების განხორციელების თაობაზე.
 
ვერტმფრენების კომპანია მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირებას ქართულ SkiGeorgia ჯგუფთან პარტნიორობით გეგმავს. ფრენები თურქული კომპანიის კუთვნილი ორი ერთეული Eurocopter AS 350 83-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

Heli-Skiing-ი ექსტრემალური სპორტის სახეობაა და მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან დაკომპლექტებული მცირე ჯგუფების ვერტმრენებით გაუკვალავ თოვლში გადასხმას და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მათვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრები ტურების დაჯავშნას წინასწარ, ზამთრის სეზონის დადგომამდე ახდენენ.

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე წელს მესამე განაცხადს აკმაყოფილებს. გერმანული HTM Helicopter Travel Munich GmbH-ისა და ავსტრიული Wucher Helikopter Gmbh-ის კუთვნილი ვერტმფრენები გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებენ.

 



10.ნოემბერი.2018 10:45
407

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
148

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად
08.ნოემბერი.2018 14:34
118

სავაჭრო ობიექტები თამბაქოს სურსათთან და სხვა პროდუქტებთან ერთად ვეღარ გაყიდიან

ვრცლად
07.ნოემბერი.2018 14:10
229

"ბიძინა ივანიშვილთან საქმის გარჩევები არ მქონია"

ვრცლად
05.ნოემბერი.2018 16:43
134

"თეგეტა მოტორსი" უფლებების შელახვისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტს უჩივის

ვრცლად
02.ნოემბერი.2018 16:08
132

"ფრეკო": სტარტაპებისთვის ფინანსური რესურსის მოპოვება ძალიან რთულია

ვრცლად