მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VERSACE-ს MICHAEL KORS ყიდულობს

5ba8ef72b88b1
კესო კაციტაძე
24.09.18 18:03
1447

იტალიური მოდის სახლს VERSACE, რომელიც 40 წლის წინ ჯანი ვერსაჩემ დაარსა, 2 მილიარდ დოლარად MICHAEL KORS ყიდულობს.

THE GUARDIAN- ის ინფორმაციით იტალიური ბრენდის 20%-ის მფლობელი ამერკული კომპანია Blackstone იყო, რომელმაც მის მფლობელობაში არსებული პაკეტი სრულად გაყიდა.

ვერსაჩეების ოჯახი ამჟამად ბრენდის 80%-ს ფლობს,თუმცა გაყიდვის შემდეგ მოდის სახლის მცირე წილს და შემოქმედებით კონტროლ-პაკეტს შეინარჩუნებს.

ვერსაჩეს აღმასრულებელი დირექტორის ჯონათან აკეროიდის განცხადებით, კომპანია წელს გაყიდვებით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგებას ელოდებოდა.

ბრენდის ვიცე პრეზიდენტმა დონატელა ვერსაჩემ ინფორმაცია თანამშრომლებს გასულ კვირას ამცნო.

MICHAEL KORS-მა 2017 წელს ფეხსაცმელების ბრენდი Jimmy Choo 1,2 მილიარდ დოლარად იყიდა.