03.აპრილი.2016 10:57
საზოგადოება

ვერეს ხეობაში სპორტული და საგანმანათლებლო კომპლექსები განთავსდება (ფოტო)

ვერეს ხეობაში სპორტული და საგანმანათლებლო კომპლექსები განთავსდება (ფოტო)
ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციის მიხედვით, მისი სრულად რეკრეაციულ ზონად გადაკეთება იგეგმება, რომელშიც ორი ზონა, - საგანმანათლებლო და სპორტული სივრცე განთავსდება. კონცეფციის დეტალზებზე "ბიზნესკონტაქტი", არქიტექტორ-ურბანისტს, მიშა ბალიაშვილს ესაუბრა. ბალიაშვილი განმარტავს, რომ მთლიანად ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია 3 ეტაპად არის დაყოფილი: მზიურის პარკის რეაბილიტაცია, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიის ერთმანეთთან დაკავშირება და ვერეს ხეობაში სარეკრეაციო ზონის განვითარება.
 
კონცეფციის მიხედვით გმირთა მოედნიდან, სპორტულ და საგანმანათლებლო სივრცეებს ველობილიკები დააკავშირებს.

საგანმანათლებლო სივრცეში, მოეწყობა, როგორც აუდიტორიები, ასევე საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა. კონცეფციის მიხედვით, ადგილზე იგეგმება არაფორმალური სამუშაო სივრცეების განვითარებაც, როგორც შენობაში, ასევე მის გარეთაც. მიშა ბალიაშვილი განმარტავს, რომ შენობის ასაშენებლად ფინანსური თანამონაწილეობა უნივერსიტეტებსაც შეეძლებათ, რომლებიც შემდეგ აუდიტორიებით უფასოდ ისარგებლებენ, ან სხვა უნივერსიტეტებს მიაქირავებენ მას.

ამასთან, კონცეფციის მიხედვით, ადგილზე უნივერსიტეტების ცენტრალური სასადილოს აშენებაც იგეგმება.

რაც შეეხება სპორტულ ზონას, ბალიაშვილი ამბობს, რომ კომპლექსში, საცურაო აუზებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება.

"კონცეფცია ვერეს ხეობას სრულად მოიცავს, - გმირთა მოედნიდან თამარაშვილამდე იქნება აქტიური ზონა. თამარაშვილიდან ზონა იქნება მთლიანად რეკრეაციული, მაგრამ ჩარევა იქნება ნაკლები და იქნება ველური ბუნება“, - განმარტავს ბალიაშვილი.

რაც შეეხება ვერეს ხეობაში განთავსებულ საცხოვრებელ ფართებს მიშა ბალიაშვილი ამბობს, რომ კონცეფციით, არამხოლოდ იმ შენობების გათავისუფლება იგეგმება, რომლებიც დღეს რისკ ზონაშია, არამედ მათიც რომლებიც სარეკრეაციო ზონაში მოხვდება. მისი თქმით, მიწის ნაკვეთებს მოსახლეობისგან მერია ან გამოისყიდის, ან ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს. კონკრეტულად რამდენ ოჯახზეა საუბარი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ვერეს ხეობის კონცეფციის ავტორი, თსუ-ს ლაბორატორიის საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ ლაბორატორია ფუნქციურად ორად არის გაყოფილი, - ერთი არის დანადგარები, რომლებიც მდინარესთან სიახლოვეს უნდა განთავსდეს და მეორე არის უშუალოდ სასწავლო ადგილი.

"ადგილზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ლაბორატორიას, განაშენიანება უკვე არის. ხოლო ტერიტორია, რომელსაც თავად ითხოვენ, დატბორვის ზონაა და არის რისკი, რომ დატბორვა კიდევ ერთხელ მოხდება".

რაც შეეხება სტიქიის განმეორების შემთხვევაში პრევენციის გზებს, მიშა ბალიაშვილი ამბობს, რომ ვერეს ხეობაში ორი დამცავი ნაგებობის განთავსება იგეგმება, რომლებიც წყალმოვარდნის შემთხვევაში, წყალს ხეებისა და ტალახისგან გაათავისუფლებს და მას სუფთა სახით გაატარებს. ასევე კონცეფციით, ადგილზე დამონტაჟდება წინასწარი შეტყობინებების სისტემა, რომელიც წყალმოვარდნის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს მიაწვდის ინფორმაციას.



16.ნოემბერი.2018 18:19
114

"ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის მოდერნიზაცია სრულდება

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:46
61

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:02
70

სოკარის პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 16:58
65

საიუბილეო შეთავაზებები ავეჯის სალონი ფორუმისგან

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 16:34
173

EBRD-მა ბათუმის მერიას 5.5 მილიონი ევროს სესხი გამოუყო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:27
55

სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ვრცლად