11.თებერვალი.2016 15:31
საზოგადოება

ვერა ქობალია ინდონეზიის მთავრობის მრჩევლად მიიწვიეს

ვერა ქობალია ინდონეზიის მთავრობის მრჩევლად მიიწვიეს
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად მიიწვია.
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ვერა ქობალიამ განუცხადა, ინდონეზიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

"როგორც საქართველოს ეხმარება მსოფლიო ბანკი, USAID და სხვები რეფორმების გატარებაში, ისე ინდონეზიის მთავრობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ავსტრალია. სწორედ ავსტრალიის მთავრობისგან მივიღე მოწვევა. კონტრაქტი ორწლიანია. ჩემი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იქნება", - განაცხადა ვერა ქობალიამ.

შეგახსენებთ, ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა. "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" ის 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვერა ქობალიამ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. პარალელურად, ლექციებს კითხულობს პოლონეთის დიპლომატიურ აკადემიაში, თემებზე - "კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში", "საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში" და "რეფორმები საჯარო სექტორში". საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ყაზახური კომპანია "ასტანა ექსპო 2017"-ის დირექტორის მოადგილის პოსტიც ეკავა.
ავტორი: თელარა გელანტია



26.მაისი.2018 19:40
148

საბჭოთა იმპერიალიზმის სიმბოლო თავისუფლების მონუმენტად გადაიქცევა

ვრცლად
26.მაისი.2018 18:40
64

დამსაქმებელთა ასოციაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სფეროს კონტროლი სურს

ვრცლად
26.მაისი.2018 18:15
77

"მუნიციპალური საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობით მოსახლეობა კმაყოფილია"

ვრცლად
26.მაისი.2018 16:20
92

მერიის შენიშვნების შემდეგ, რა შეიცვალა თბილისის გენგეგმაში?

ვრცლად
26.მაისი.2018 15:50
384

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის, 2021 წელს ნატო-ს წევრი გახდეს

ვრცლად
26.მაისი.2018 15:20
124

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დაკონკრეტდება

ვრცლად