მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენესუელაში უძრავის ქონების ყიდვა კრიპტოვალუტით გახდება შესაძლებელი

5ab8f6256d9b4
ლევან თაღიაშვილი
26.03.18 17:24
1783

ვენესუელაში უძრავის ქონების ყიდვა ეროვნული კრიპტოვალუტით გახდება შესაძლებელი. პრეზიდენტი მადუროს გადაწყვეტილება აპრილში შევა ძალაში. გარდა ამისა, ვენესუელას მთავრობა 230 000 ახალი სახლის მშენებლობას დააფინანსებს ნავთობთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ფონდიდან.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ჰიპერინფლაცია უკვე დიდი ხანია მძვინვარებს, ასევე ქვეყანაში წამლებისა და საკვები პროდუქტების დიდი დეფიციტია. რამდენიმე თვის წინ კი მუშების შიმშილის გამო ნავთობის ინდუსტრიას საფრთხე შეექმნა.