23.აპრილი.2016 14:36
საზოგადოება

ველობილიკები, საფეხმავლო ზონები და შეზღუდვა მრავალსართულიან კორპუსებზე - რას გულისხმობს თბილისის გენგეგმა

ველობილიკები, საფეხმავლო ზონები და შეზღუდვა მრავალსართულიან კორპუსებზე - რას გულისხმობს თბილისის გენგეგმა
თბილისის გენერალურ გენგეგმაზე მუშაობა გასული წლის სექტემბერში საიწყო და ის კონკურსის ვადების მიხედვით, 18 თვეში უნდა დასრულდეს. გენგეგმის მეორე ეტაპის კონცეფცია გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას 15 აპრილს წარუდგინა. როგორც კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოში“ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, მესამე ეტაპზე მუშაობა სამ თვეში დასრულდება. მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ გენერალური გეგმა ამ ეტაპზეც დამუშავების პროცესშია და ის ჯერ-ჯერობით დეტალიზებული არ არის. თუმცა ცნობილია ის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც კომპანიას საკუთარ პროექტში ჩადებული ჰქონდა.

პროექტის მიხედვით, დედაქალაქში უნდა შეიქმნას, როგორც საფეხმავლო ზონები, ასევე ველობილიკები, თუმცა კონკრეტულად თბილისის რომელ ნაწილში უცნობია. მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, ეს შესაძლოა თბილისის გარეუბნებს შეეხოს.

მისივე თქმით, გენერალურ გეგმაში ის უბნები იქნება მონიშნული სადაც მშენებლობების კუთხით სიმჭიდროვეა და დამატებიტი ნებართვები მშენებლობაზე არ უნდა გაიცეს.

"ჩვენ თბილისის მერიას შევთავაზეთ, რომ რეკრეაციულ ზონებში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობებზე იყოს აკრძალვა. ათწლეულების განმავლობაში, სარეკრეაციო ზონებში სპეცნებართვებით ხდებოდა მშენებლობები და დღეს საკმაოდ რთული სიტუაცია დავინახეთ, ფაქტიურად მთლიანად საცხოვრებელმა სახლებმა მოიცვა მსგავსი ტერიტორიები.

ქალაქის მერიას 14 ცვლილება წარვუდგინეთ. მათ შორის არის, მუხიანში ახალი პარკის გაკეთება და დიღმის ტყე-პარკისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის დაბრუნება“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.

რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების სართულების რაოდენობას და ე.წ. კ2 კოეფიციენტს, მისი თქმით, გენერალური გეგმის დასრულებამდე კომპანიამ მერიას რეკომენდაციით მიმართა, რომ გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ სამშენებლო კომპანიებს და უახლოეს პერიოდში შესაბამისი ბრძანება ძალაში შევა.

კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი. ასევე როგორც ცნობილია, გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება.



16.თებერვალი.2019 19:00
1622

სამხედრო სამსახურის მოუხდელად საჯარო სამსახურში დანიშვნისას შეზღუდვები დაწესდება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 17:21
1536

სეს–მა ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 14:00
2580

იურისტი: სავარაუდოდ, შერჩევითმა სამართალმა ახლა "თიბისი ბანკისთვის" მოიცალა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 12:43
1206

"ყაზტრანსგაზ–თბილისი": CO-თი 2 წლის ბავშვი მოიწამლა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 12:22
966

შსს: ხვალ რუსთავში ავტომობილების განბაჟებას და რეგისტრაციას ვერ შეძლებთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 22:00
3183

"სადაც TBC-ის ამას უკეთებენ, წარმოიდგინეთ, რა დაუცველია ის, ვისაც „სახაჭაპურე“ აქვს"

ვრცლად