მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VELLINO ევროპაში აქტიური ექსპორტისთვის ემზადება

5b263f15dd3ae
თათია ჩაფიჩაძე
17.06.18 19:50
792
ღვინის კომპანია „VELLINO“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ექსპორტისთვის ემზადება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბექა ჯიმშელაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, დაინტერსება ბრიტანეთიდან არსებობს.

„ვიმყოფებოდით ბერლინის და ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა პროდუქციამ. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკებები იმპორტიორებთან, ბრიტანეთიდან გვსტუმრობდნენ ექსპერტები და ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს.

ჯერ-ჯერობით გაგვაქვს იტალიაში და რუსეთში, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა ღვინომ სეგმენტი შეიცვალა ასე რომ ვთქვათ, უფრო მაღალ სეგმენტზე გადავედით. მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში იყიდება. უმეტესად ვამარაგებთ ისეთ სასტუმროებს, როგორიცაა „რუმსი,“ „სტამბა“, „იოტა. ერთი ბოთლის საშუალო გასაყიდი ფასი 45 ლარია. სულ წლიურად ვაწარმებთ 12 000 ბოთლს, თუმცა ასევე ვგეგმავთ ახალი ვენახების გაშენებას და შესაბამისად წარმოების გაზრდასაც.“ -განაცხადა ჯიმშელაძემ.