22.აპრილი.2016 17:03
საფინანსო სექტორი

ვახტანგ ხომიზურაშვილი: ეს არ არის სავალუტო ფონდის პირველი და უკანასკნელი, არაკომპეტენტური რჩევა

ვახტანგ ხომიზურაშვილი: ეს არ არის სავალუტო ფონდის პირველი და უკანასკნელი, არაკომპეტენტური რჩევა
საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ დოლარში სესხების გაცემა უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ უნდა აიკრძალოს, – ამ საკითხს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი.
 
"სავალუტო ფონდის, საქართველოში წარმომადგენელის – აზიმ სადიკოვის დირექტიული მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებული რჩევები!

გასულ კვირაში აზიმ სადიკოვმა გამოთქვა "ბრძნული“ მოსაზრება – აშშ დოლარში სესხების გაცემის შეზღუდვასთან ან საერთოდ აკრძალვასთან დაკავშირებით!

საერთოდ ეკონომიკას ძალიან არ "უყვარს“ დირექტიული მეთოდებით ჩარევა!

ეკონომიკის დირექტიული მართვა გვეყო სსრკ-ს დროს და შედეგიც გამოიღო ესეთი სახის მიდგომამ – ყველამ კარგათ იცის!

ზოგადათ დირექტიული მეთოდების გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ორგანოებს არ ყოფნით საბაზრო მეთოდებით რეგულირების კომპეტენცია.

ჩვენ თუ გვინდა შევამციროთ "დოლარიზებული" სეხები და გავზარდოთ სესხების მოცულობები ლარში – ამისათვის არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც ეწოდება „აუცილებელი სარეზერვო ნორმები“.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი გაზრდის ბანკების მიერ აშშ დოლარში მოზიდული დეპოზიტების „სარეზერვო ნორმას“ და ამასთან ერთად შეამცირებს ლარში ნომინირებული დეპოზიტების აუცილებელი რეზერვირების განაკვეთს – მაშინ ბუნებრივად გაძვირდება „დოლარიზირებული“ სესხები და გაიაფდება სესხები ლარში, შესაბამისად ლარის სესხებზე მოთხოვნის ზრდის პირობებში.

იმის მაგივრად, რომ ბატონ სადიკოვს ელაპარაკა ლარის სესხების ჰეჯირების (დაზღვევის) საბირჟო მექანიზმების და საერთოდ ფინანსურ-მონეტარული ლიკვიდური ბაზრის განვითარებაზე – მან არჩია მარტივი და „სერიოზული“ აკრძალვა (და ვინც დაარღვევს უმკაცრესად დაისჯება)!

ეს არ არის პირველი და უკანასკნელი, სავალუტო ფონდის არაკომპეტენტური რჩევა (მარტივი მაგალითია საფონდო ბაზრის პროექტი საქართველოში), მაგრამ (და ვინაიდან) საქართველოს ეკონომიკა ჯერ-ჯერობით სრულად არის დამოკიდებული სავალუტო ფონდის „ინიექციებზე“, ყველა არჩევს სავალუტო ფონდთან „კოაბიტაციის“ რეჟიმში ყოფნას.

ისე ხან და ხან ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ როგორ განვავითაროთ და ვმართოდ ჩვენი ეკონომიკა!" - წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ვახტანგ ხომიზურაშვილი.



19.სექტემბერი.2018 17:14
1930

სებ: ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:18
342

სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 13:43
1714

მურთაზ კიკორია სებ-ს ტოვებს

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 15:19
73

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 15:16
47

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

ვრცლად
17.სექტემბერი.2018 14:01
1110

ბანკთაშორისი გადარიცხვების მიღების დრო ხანგძლივდება

ვრცლად