მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: სებ-ის გათვლებით, რეგულაციები 1-წლიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის ტემპს 0.8%-ით შეამცირებს

5bce0dd7ef793
თელარა გელანტია
22.10.18 21:48
2071
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, წლიურად საკრედიტო პორტფელის 12%-დან 15%-მდე ზრდა, როგორც ამაბას ეროვნული ბანკი ამბობს, ნორმალური და მისაღებია.

ამის შესახებ ბუცხრიკიძემ ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალ წესთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საბანკო სექტორმა და მარეგულირებელმა ერთმანეთს საკუთარი გათვლები და მოლოდინები გაუზიარეს.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის თქმით, ბანკები რეგულაციის ძალაში შესვლას 1 ნოემბრიდან ელოდებიან, რადგან მარეგულირებელს ვადასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს.
„მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერვნული ბანკი და ჩვენც, კომერციული ბანკები ვთვლით, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა, რომელსაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ წლიურად იქნება 12%-დან 15%-მდე, ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია. პორტფელების საშუალო განაწილება დაახლოებით, ასეთია: ფიზიკური პირების სესხების პორტფელი გაიზარდოს 5%-7%-ით, ხოლო დანარჩენით - მცირე და საშუალო და კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტება; ესეც მეტნაკლებად მისაღებია. უბრალოდ, როდესაც მივდივართ იქამდე, ეს ახალი რეგულაციები რამდენად მიგვაღწევინებს ამ ზრდას, აქ გვაქვს განსხვავება ჩვენ და მარეგულირებელს - ვგულისხმობ პორტფელების ზრდას და შესაბამისად, საკრედიტო პორტფელის ზრდა რა ზეგავლენას მოახდენს დასაქმებასა და ეკონომიკაზე და აი, აქ გვაქვს განსხვავება“, - განმარტა ბუცხრიკიძემ.

მისი თქმით, დღევანდელ პრეზენტაციაზე იყო, რომელიც საბანკო სექტორისთვის ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, აღნიშნული იყო, რომ სების გათვლებით, ახალი რეგულაცია მოკლე ვადაში, 1-წლიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის ტემპს 0.8%-ით შეამცირებს.

შეგახსენებთ, ამ დრომდე როგორც სებ-ი, ისე მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის ამოქმედების გავლენა ეკონომიკის ზრდის ტემპზე, დაახლოებით, 0.6%-ის ფარგლებში იქნებოდა. ბანკების ასოციაციის პროგნოზით, კი რეგულაცია ეკონომიკის ზრდას 3%-ით შეამცირებს.