23.მარტი.2016 13:46
ბიზნესი

ვატო ლაშქარაძე: "ოქროს სია" გადასახადის გადახდასთან კავშირში არ არის

ვატო ლაშქარაძე: "ოქროს სია" გადასახადის გადახდასთან კავშირში არ არის
"ე.წ "ოქროს სიაში" დღეს დაახლოებით 155 კომპანიაა შესული", - ამის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. ვატო ლაშქარაძემ ის პროცედურები განმარტა, რის მიხედვითაც, საბაჟოზე დღგ-ს გადახდევინება ხდება. მისი თქმით, დღგ-ს გადახდევინებას კანონი არეგულირებს, კერძოდ კი საგადასახადო კოდექსი. ლაშქარაძე განმარტავს, რომ თუ გადახდის ობიექტი იმპორტირებული საქონელია, დღგ-ს გადახდევინება იმპორტის დროს ხდება. მისივე თქმით "წინასწარი გადახდის ტერმინი" არ არსებობს.
 
"საქართველოს კანონმდებლობით, დღგ საბაჟოზე გადაიხდება 5 დღის, 15 დღისა და 30 დღის გადავადებით. ეს გადავადებები არ არის დაკავშირებული ბიზნესის მოცულობაზე, ბრუნვაზე, სიდიდეზე და ა.შ. ეს არის დაკავშირებული მოწესიგებულობაზე, რადგან 5 დღე გადავადება ეკუთვნის ყველას. 15 დღის გადავადბით შეუძლია ისარგებლოს იმპორტით დაკავებულ იმ კომპანიებს, რომლებიც წინასწარ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე აცხადებენ იმპორტზე. ითვლება რომ ამ გზით, საბაჟოს დროში და რესურსში მიეცა შეღავათი, რადგან წინასწარ საზღვრავს იმპორტს და მის რისკებს, შესაბამისად გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავს ასეთი საქონლის გაფორმებაზე. ასეთი ტიპის ბიზნესს საშუალება ეძლევა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი გადაიხადოს საქონლის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახურის ფუნქციაა დაიცვას ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი. ეს ნიშნავს არაკეთილსინდისიერი გადამხდელების გამოვლენასაც. სამწუხაროდ, ამ 5 დღიანი შეღავათებით ისარგებლა ათეულობით არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა, რომლემბაც დღგ არ გადაიხადეს. ესეთი გადამახდელები სამწუხაროდ ძალიან მომრავლდა, რომლებიც უბრალოდ არ იხდიან ამ გადასახადს. შემდეგ აფუძნებენ ახალ ე.წ. ერთჯერად კომპანიებს", - განმარტავს ვატო ლაშქარაძე. მისივე თქმით, ამ კუთხით ზარალი ადგება ბიუჯეტს, კომპანიებისთვის კი ცუდი კონკურენტული გარემო იქმნება.

ვატო ლაშქარაძე აცხადებს, რომ დღეს საბაჟო დეპარტამენტში, რისკის მოდული არსებობს, რომელშიც ყველა სახის დეკლარაცია გადის, რის მიხედვითაც უკვე გაფორმება ხდება.

"საბაჟო დეპარტამენტში არსებობს რისკის მოდული, რომლისთვისაც შემუშავებული იქნა გარკვეული კრიტერიუმები. ამას საზღვრავს მხოლოდ სისტემა ავტომატურ რეჟიმში. ზოგიერთ კომპანიას ჩვენ ამ პროგრამიდან გამომდინარე, არ ვატანთ საქონელს სანამ არ გადაიხდის. ალბათ ტერმინი წინასწარი გადახდა აქედან მოდის. ეს დაახლოებით შეეხო 7-8%-მდე მთელი იმპორტირებული დეკლარაციების მოცულობის", - ამბობს ვატო ლაშქარაძე.

რაც შეეხება კონკრეტულ კრიტერიუმებს, ლაშქარაძე მათ ვერ ასახელებს, რადგან რისკის კრიტერიუმები სპეციალური კომისიის მიერ დგება და ინფორმაცია კონფიდენციალურია.

"ოქროს სია საერთოდ არ არის კავშირში გადასახადის გადახდასთან, ან არ გადახდასთან. დღეის მდგომარეობით, 155 კომპანიაა ოქროს სიაში და ის შექმნილია მხოლოდ საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის შემდგომ, თუ კომპანია ჯდება ამ კრიტერიუმებში, მას აქვს უფლება გახდეს "ოქროს სიის" წევრი. უმეტეს შემთხვევაში, ამ ოქროს სიაში დიდი კომპანიები ხვდება.

დღეს იმდენად მარტივია საბაჭოზე გაფორმების პროცედურა, რომ მე ვფიქრობ დიდი შეღავათი ოქროს სიას არ აქვს. ჩვენ ოქროს სიის გადახედვას ვფიქრობთ, თუმცა პროცესმა გადაიწია, რადგან ევროკავშირის რეგულაციები გვავალდებულებს ახალი რეგულაციის და ეკონომიკური ოპერატორის ცნების შემოღებას. ოქროს სიაში შემავალ კომპანიებს საბაჟო ალბათ ნაკლებ რისკიანად განიხილავს და ასეთი ტიპის კომპანიებს ეძლევათ უფლება საბაჟო გაფორება ჩაატარონ თავის საწყობებში და მათ წინასწარ მითითებულ ადგილებზე. რისკის მოდულს გადის აბსოლუტურად ყველა.

არაფრით არ შეიძლება ასეთ რაღაც ვუწოდოთ ჭორი, მითუმეტეს თუ ის მოდის ბიზნესისგან, ჭორი შეიძლება მოდიოდეს შემოსავლების სამსახურისა და ბიზნესის ურთიერთობაში სხვა მესამე პირისგან, ამიტომ ბიზნესის ურთიერთობაში არ შეიძლება ჭორად იქნას განხილული, ხელისუფლების მხრიდან. დამერწმუნეთ, რომ კომუნიკაცია ჩვენთან არ ჭირს. ჩვენ ბიზნესთან საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს, არ გადის თვე რომ ჩვენ იმპორტიორებს არ შევხვდეთ. ჩვენთან კომუნიკაცია არის ძალიან მარტივი“, განაცხადა ვატო ლაშქარაძემ.



21.სექტემბერი.2018 15:01
512

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:00
127

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
72

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
117

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
269

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
637

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად