მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშინგტონში PCAOB-ის აუდიტის ზედამხედველობის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

5c110587432f1
BM.GE
12.12.18 16:48
502
2018 წლის 5-7 დეკემბერს, ვაშინგტონში გაიმართა PCAOB-ის აუდიტის ზედამხედველობის საერთაშორისო ინსტიტუტის მეთორმეტე ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლი დაესწრო.

შეხვედრა მიზნად ისახავდა PCAOB-ის მიდგომების გაზიარებას და მონაწილე მხარეთა თანამშრომლობას აუდიტის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გლობალური ფინანსური ბაზრების სტაბილურობის ხელშეწყობისკენაა მიმართული.

ღონისძიებაზე გამომსვლელ მომხსენებელთა მთავარი თემები იყო: აუდიტორული ფირმის მართვის განვითარება; ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ აუდიტზე; კიბერდაცვა; ინვესტორებისა და აუდიტის კომიტეტების პერსპექტივები; აუდიტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებული სიახლეები და ა.შ. ღონისძიებას დაესწრნენ PCAOB-ის საბჭოს წევრები, აუდიტის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლები, მოწვეული პროფესორები, აუდიტის კომიტეტების წევრები და სხვა.