ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში bmg-ს განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სადგურზე ჩამოინგრა შეკიდული ჭერი. ადგილზე იმყოფებიან მაშველები.
ჯერჯერობით უცნობია, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.