მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ოქრიაშვილი დასაქმებული პირების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის

5649dcf506ff3
ბიზნესკონტაქტი
16.11.15 16:33
2396
კომპანია პე-ეს-პე-ს დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი დასაქმებული პირების, სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის. ოქრიაშვილი "ბიზნესკონტაქტთან'' საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულით კერძო სექტორში დაზღვეულთა რაოდენობა გაიზრდება, ბუჯეტს კი წნეხი მოეხსნება.  

"უნდა იყოს სავალდებულო, ნებაყოფლობითი დაზღვევა და ვინც არ იქნება ნებაყოფლობით დაზღვეული, ის  სახელმწიფომ   შეზღუდული პაკეთით  უნდა დააზღვიოს. შემოვიღებდი სავალდებულო დაზღვევას ყველა დასაქმებულისთვის. ეს ბაზა არსებობს ფინანსთა სამინისტროში, ეს არიან ადამიანები, ვინც იხდიან საშემოსავლო გადასახადს და ისისნი სავალდებულო წესით უნდა იყვნენ დაზღვეულები. ეს გააცოცხლებდა ამ ინდუსტრიას, იმიტომ რომ დაზღვეულთა რაოდენობა კერძო სექტორში გაიზრდებოდა. ადამიანი სანამ ავად არ გახდება, დაზღვევა არ ახსენდება. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის ადმინისტრირება. ბევრი პლიუსი აქვს ამ ნაწილს, ნაწილობრივ ბიუჯეტსაც მოეხსნება წნეხი"- ამბობს ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი.
მისივე თქმით, დაზღვევის კუთხით, სახელმწიფო კერძო ბიზნესის პირდაპირი კონკურენტი არ არის, თუმცა, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა და კერძო სექტორი ერთი და იმავე საქმეს აკეთებენ. 

"სახელმწიფო კერძო ბიზნესის პირდაპირი  კონკურენტი არ არის, მაგრამ სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფონდი და კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთი და იმავე საქმეს აკეთებენ. კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორისაც ძალიან მაღალი კონკურენციაა. ძალიან ბევრი სადაზღვევო კომპანია ოპერირებს პატარა სადაზღვევო ბაზარზე, ანუ რამდენიმე გემია პატარა ზღვაში. ამ კონკურენციამ გამოიწვია ის, რომ პრემიები ისედაც დაბალი იყო და ამ დროს დაარტყა ლარის კურსმა. სერვისები გაძვირდა, ხარჯები გაეზარდათ. შემოსავლები კი არ გაზრდილა, იმიტომ რომ ყველა კონტრაქტი ლარში იყო დაფიქსირებული. მოხმარების ზრდა ყოველწლიურად 10% -15 %-ია ამ ინდუსტრიაში. ადამიანები უფრო ხშირად სარგებლობენ დაზღვევით. ხალხმა უფრო გაითავისა ეს სიკეთე, რაც რეალურად დაზღვევაა. ადრე თუ სადაზღვეო კომპანიას წელიწადში ერთხელ მიმართავდნენ, ახლა ორჯერ, სამჯერ და უფრო ხშირადაც მიმართავენ. რა თქმა უნდა, ამან გაზარდა ხარჯები. ჩვენი კომპანია არა მარტო შარშან და წელს გავიდა ზარალზე, არამედ რამდენიმე წელია ზარალზე ვართ, მაგრამ მომსახურების სფეროში ლიდერის ადგილი მოვიპოვეთ''-აღნიშნავს “პე-ეს-პე’’-ს დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი.