01.მარტი.2016 10:37
საფინანსო სექტორი

ვალდებულებები, რომელიც სესხის თავდებობის შემთხვევაში გეკისრებათ

ვალდებულებები, რომელიც სესხის თავდებობის შემთხვევაში გეკისრებათ
თავდებობა ეს არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის დამტკიცების დროს საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათ საკრედიტო ისტორიას. შესაძლებელია ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც თავდებს სურს სესხის აღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს, როგორც მის ვალდებულებებს.
 
დღესდღეობით თავდებობა საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ხშირად მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, რომ არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. პრობლემური სესხის შემთხვევაში კი ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.

პირველ რიგში, როდესაც ვხდებით თავდები აუცილებელია სრულად გავეცნოთ ხელშეკრულებას და შემდეგ მოვაწეროთ ხელი. ყურადღება მიაქციეთ:

• სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს
• სესხის პროცენტს
• თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ვართ პასუხისმგებელი
• ვადაგადაცილების ჯარიმებს
• სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს

მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ თუ რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი. თავდებს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან. ამით თავიდან ავიცილებთ დამატებით პრობლემებს და გაურკვევლობას. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ საფინანსო ინსტიტუტს, სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რათა შეგვიმცირდეს ყოველთვიური შენატანი და თავიდან ავიცილოთ ჯარიმები. გაპრობლემებული სესხის შემთხვევაში შესაძლოა ბანკმა უჩივლოს მომხმარებელს და საქმე გადაეცეს სასამართლოს.

საზოგადოება და ბანკები
ავტორი: მარიამ აფრიდონიძე



14.ივლისი.2018 14:26
66

მამუკა ბახტაძე კაპიტალის ბაზრის რეფორმაში ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

ვრცლად
14.ივლისი.2018 11:37
27

"სფეისი" ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა

ვრცლად
13.ივლისი.2018 17:15
44

"მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე"

ვრცლად
13.ივლისი.2018 16:30
160

"ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის 50%-მდე დაწევა ბიზნესსესხებს გააძვირებს"

ვრცლად
12.ივლისი.2018 16:39
30

Eoromoney: TBC საუკეთესო ბანკია საქართველოში

ვრცლად
11.ივლისი.2018 16:28
76

სებ-მა $10 მლნ იყიდა

ვრცლად