მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზნაძის ქუჩაზე სახელმწიფო ქონება იყიდება

59e5c77b0caf1
BM.GE
17.10.17 13:02
1604
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სასტუმროს ასაშენებლად სახელმწიფო ქონება იყიდება. აუქციონი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დღეს გამოაცხადა და ის მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დასრულდება.

საუბარია 2796 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე - საერთო ფართობით 3143.9 კვ.მ და ავტოსადგომით ფართით 60.00 კვ.მ.

საწყისი ფასი 1 740 000 ლარია.

"ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების გაზრდილმა რაოდენობამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, სააგენტო წარმოგიდგენთ პროექტს "50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომლის ფარგლებშიც, ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში ინვესტორებისთვის შეირჩა 50 უძრავი ქონება",- ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.