მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსუფაშვილი-ბიზნესმენებს - "თქვენ რომ დასაკარგი გაქვთ, მაგას უფრთხილდებით და ხმას დროზე არ იღებთ"

5c3f27ce06b0a
BM.GE
16.01.19 16:45
895
„თუ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ადამიანი, რომელიც თავის უფლებებს იცავს, მარტივი არ არის, რომ ვერ გამოძვრეს სიტუაციიდან“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფასვილმა „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაზის საქმეზე კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „360 გრადუსი“ განაცხადა.

"რამდენმა ხელისუფლებამ უნდა გადაუარ-გადმოუაროს ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ასე - „ჩვენ რაღაც დასაკარგი გვაქვს“. ე, ბიჭო, თქვენ რომ დასაკარგი გაქვთ და მაგას უფრთხილდებით და ხმას დროზე არ იღებთ, არც შევარდნაძის კორუფციაზე, არც სააკაშვილის ძალადობაზე, არც დღევანდელ უბედურებებზე - ფარცხალაძეებზე და ა.შ. . ამ დარდს და ვარამს კი იმით იკლავთ, რომ მალდივის კუნძულებზე ისვენებთ, ან ავტომობილს იცვლით... ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ?! ამას მხოლოდ ხაზარაძეს არ ვეუბნები, არამედ ბევრს ეხება - ვის შეუძლია, თუ არა - თქვენ" - განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.

წყარო: BPN