მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა იზრდება

5baa326a3a033
ელენე გოგბერაშვილი
25.09.18 17:32
1249
შსს 2018 წლის ივლისის თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, ივლისში მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო 14 333 ჯარიმა გამოიწერა. ყველაზე მეტი სამართალდარღვევის ფაქტი თბილისში ფიქსირდება, სადაც ღვედის გამოუყენებლობის გამო 2734 საჯარიმო აქტი შედგა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მხრიდან ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევები ყოველთვიურად იზრდება. იანვარში ასეთი 3419, თებერვალში 3878, მარტში 4692, აპრილში 6658, მაისში 12388, ივნისში კი 14 095 შემთხვევა დაფიქსირდა