10.იანვარი.2019 17:30
საზოგადოება

ურბანისტი: რაც ზამთარში ბაკურიანში ხდება, ქვეყანაში ქალაქგეგმარების არარსებობის ბრალია

ურბანისტი: რაც ზამთარში ბაკურიანში ხდება, ქვეყანაში ქალაქგეგმარების  არარსებობის ბრალია
ურბანისტი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში ქალაქგეგმარების და სტრატეგული განვითარების არსეობის აუცილებლობაზე წერს და მაგალითად, საქართველოს კურორტები მოჰყავს; კერძოდ კი - ბაკურიანი.

„ის, რაც ბაკურიანში ხდება ზამთარში, და ბათუმშიც იგივეა ზაფხულში (თუ არ არის მალე იქნება, ბაკურიანი უფრო პატარაა და მალე გაიჭედა), არის ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე ქალაქგეგმარების და სტრატეგული განვითარების ხედვის არარსებობის ბრალი. ბაკურიანის გენგეგმა აგერ ახლა შემუშავდა რამდენიმე თვის წინ, ბათუმს ჯერაც არ აქვს. რაც უკვე აშენებულია, არაფერი აღარ ეშველება. მერე კიდევ მუნიციპალიტეტები ამ გენგეგმებს ისე ცვლიან დეველოპერებს რომ მოარგონ, რომ რისთვის გაკეთდა და დაიხარჯა ბიუჯეტის ფული, არავინ კითხულობს. რა შენობების მთები და ზღვებიც აშენდა მთებში და ზღვაზე, არის სრულიად დაუგეგმავი და გაუთვლელი ქაოსი, რომელიც დაასამარებს ამ კურორტების მიმზიდველობას და მდგრად მომავალს; როდესაც დეველოპერული ბიზნესი მიშვებულია ოღონდ რამე აშენონ და ამას ეკონომიკურ წინსვლად გვასაღებენ, მივიღებთ იმას, რაც გვაქვს და შედეგი სრულიად ლოგიკურია.

ამ ქვეყანაში აშენებენ ბრმად, მაგრამ არაფერს არ ითვლიან და ითვალისწინებენ: არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას, არც აშენებული ფართი რამდენ ადამიანს დაიტევს და მოიზიდავს, არც ამდენ ადამიანს საჭმელი და სასმელი თუ ყოფნის, არც გარემოზე ზემოქმედებას, არც შესაბამის ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ.

ყველაფერს აქვს თავისი ზომა და ტევადობა - მანქანაში ათი კაცი ვერ დაეტევა, ავტობუსში ასი ვერ დაეტევა, ოთახში ოცი ვერ დაეტევა, კუჭში ქვაბი საჭმელი არ ჩაეტევა. აქამდე არავის არ უფიქრია კურორტი რა ტევადობაზე უნდა იყოს გათვლილი და სად და როგორ შეიძლება მშენებლობა. ამ დაგეგმვას კი უნდა რეგიონალური მასშტაბით შეფასება. ასეთი თავკომბალა კურორტის არსებობა არის დამღუპველი. გადახედეთ ალპებს, სოფლები და დაბები არის თანაბრად დატვირთული. ეს ბაკურიანი გახეთქვამდე რომ არის მისული დაუფიქრებელი მშენებლობებით, მის ირგვლივ შესანიშნავი სოფლები საერთოდ მიდგებულია - მიტარბი, ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, ლიბანი, ცემი, წაღვერი... ბაკურიანის ასე გატენვას სჯობდა ამ სოფლებში გადანაწილებულიყო დატვირთვა და აწყობილიყო გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოდერნიზებული „კუკუშკით“, ავტობუსებით, "შატლებით", მარხილებით... მაგრამ არ გვიყვარს ჩვენ ფიქრი, შორს გახედვა, დაგეგმვა და მომავალზე ზრუნვა. დღეს გვინდა ყველაფერი და მარტო ჩვენთვის. ჰოდა, აგერ ბატონო დაარეგულირა ბაზარმა“, - წერს ურბანისტი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში.
ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 13:32
46

პრემიერი: კრიმინალის 54%-იანი ზრდა მნიშვნელოვანწილად აღრიცხვიანობის გაუმჯობესებამ გამოიწვია

ვრცლად
22.მარტი.2019 13:07
30

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვრცლად
22.მარტი.2019 13:00
60

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და სკვერი მოეწყობა

ვრცლად
22.მარტი.2019 10:13
140

მერი: თუ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის - ისინი განახლდება

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
121

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
21.მარტი.2019 22:58
1116

რა შემთხვევაში შეეძლებათ კომპანიებს, რომ შენობები სიმაღლეში გაზარდონ? - კალაძის შეთავაზება

ვრცლად