მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის $3.4 მილიარდი გასცა

5b4de76f383d4
ლევან თაღიაშვილი
17.07.18 16:51
616

უორენ ბაფეტმა ქველმოქმედების სახით $3.4 მილიარდი გასცა. ფილანტროპმა ეს თანხა ბილ და მელინდა გეითსების ფონდს საჩუქრად გადასცა. მან 11,867 A კლასის აქცია გადააკონვერტირა 17,800,500 B კლასის აქციად და აქედან 17,696,780 ცალი საქველმოქმედო ფონდს გადასცა. CNN Money-ს ინფორმაციით, ამ თანხასთან ერთად უორენ ბაფეტს ჯამში, 31 მილიარდი დოლარი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული. უორენ ბაფეტის გეგმის მიხედვით, მან Berkshire Hathaway-ს აქციები სრულად უნდა გადასცეს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს, რასაც დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ უორენ ბაფეტი პლანეტის მე-3-ე უმდიდრესი ადამიანია და ბოლო მონაცემებით, Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება $82.6 მილიარდს შეადგენს.