მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UniCredit Bank Austria საქართველოს 7 მილიონ ევროს გამოუყოფს

58fdbb41d0ce0
BM.GE
24.04.17 12:45
1635
UniCredit Bank Austria საქართველოს 7 მილიონ ევროს გამოუყოფს. თანხა განკუთვნილია საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსებისათვის.

სესხის ხანგრძლივობა 17 წელია, მათ შორის, 4 წელი შეღავათიანი პერიოდი.

ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე.

თანამედროვე სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში ქართველი მეცნიერები შეძლებენ გააკეთონ ისეთი საკითხების კვლევები, ექსპერტიზა და მოდელირება როგორიცაა ღვარცოფები, წვიმისაგან და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან გამოწვეული სტიქიები.