მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Unicef: ბაღის აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია

5b2ccf771c316
თათია ჩაფიჩაძე
22.06.18 14:27
4776
გაეროს ბავშვთა ფონდმა მთავრობასთან ერთად „ხარისხიანი სკოლამდელი განათლების“ შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით ბაღების ხელმისაწვდომობასა და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას უკავშირდება.

კვლევის ოფიციალურ პრეზენტაციამდე გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა მაია ყუფარაძემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური და სოფლად მცხოვრების ბავშვების 30%-დან 50%-მდე სკოლამდელი განათლების მიღმა რჩება. 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით კი აღმზრდელთა 44% არაკვლიფიციურია. ამასთან მუნიციპალიტეტების 52.2%-ში სკოლამდელ დაწესებულებებს პედაგოგიური ხედვა ან მიდგომა საერთოდ არ აქვთ.

"სკოლამდელი განათლების პრობლემა უკავშირდება პერსონალის დაბალ კვალიფიკაციას. 57 გამოკითხული მუნიციპალიტეტიდან 44%-ს პერსონალისას არ გააჩნია არავითარი განათლება, ან გააჩნიათ ისეთი განათლება, რომელსაც სკოლამდელ განათლებასთან კავშირი არ აქვს. გამოკითხული დირექტორების 50%-ს არ აქვს ცოდნა და კვალიფიკაცია იმის შესახებ, თუ რა არის ადრეული და სკოლამდელი განათლება და როგორი სერვისები და პროგრამები უნდა იყოს დანერგილი იმისათის რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის განვითარება, განათლება და მზაობა სკოლისთვის.“ - აცხადებს ყუფარაძე.