მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად აფინანსებს

58ccd5c40153a
BM.GE
18.03.17 10:36
4021
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„იმედი გვაქვს, ქართველი ახალგაზრდები ამით ისარგებლებენ და შემდგომში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს,“ -განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკურ ურთიერთობების პარალელურად საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების სფეროში არსებული კონტაქტები კიდევ უფრო აახლოებს ქვეყნებს და ქართველ ახალგაზრდებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

უნგრეთის მხარე წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად დაფინანსებას 2014 წლიდან სთავაზობს. ბოლო პერიოდში ასევე გაფორმდა არაერთი შეთანხმება ორი ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელს შორის.