მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა ყველაზე მეტად იმერეთში, თბილისსა და შიდა ქართლში გაიზარდა

59268760cd197
BM.GE
25.05.17 13:08
2235
2016 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ამის შესახებ საქსტატის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში შესაბამისად 2.0 და 0.2 პროცენტული პუნქტით.



უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარაში, შესაბამისად 2.5 და 2.1 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით.

2016 წელს 2015 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში პირიქით გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით.