მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობი და ნავთობპროდუქტებია

5b7a8af88dc18
BM.GE
20.08.18 14:20
732

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 489.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 335.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 218.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.2 პროცენტი).