16.დეკემბერი.2015 17:42
მსოფლიო

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ავეჯის ბიზნესი დატოვა

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ავეჯის ბიზნესი დატოვა
უკრაინის ეროვნული ბანკის საქმიანობა 2015 წელს, სავარაუდოდ "ყველაზე ცუდად" შეფასდება, თუმცა მარეგულირებელმა ავეჯის ბიზნესიდან მაინც შეძლო გამოსვლა, - წერს Bloomberg.
 
სააგენტომ ქვეყანაში სახელმწიფო ჩინოვნიკების რაოდენობა დათვალა და აღმოჩნდა, რომ უკრაინის ეროვნულ ბანკში 18 თვის განმავლობაში, იმ პერიოდში, როცა მას ვალერია გონტარევა ხელმძღვანელობს, 12 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირეს. Bloomberg -ის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულ ბანკს ათობით მცირე ავეჯის საწარმო ეკუთვნოდა, რომლებიც თაროების და ბრონირებული კარებების წარმოებით იყვნენ დაკავებული. საწარმოები კიევის გარეუბანში, ბანკის საკუთარებაში არსებულ შენობაში იყო განთავსებული.

"ჩვენ ვიპოვეთ მთელი საწარმო, რომლის შენახვა წელიწადში $260 ათასი ჯდებოდა. ეს დამოუკიდებელი წარმოება იყო, სადაც 65 ადამიანი მუშაობდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილემ ვლადისლავ რაშკოვანმა.

უკრაინის სახელმწიფო სამსახურში ჯამში 335 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე მეზობელ პოლონეთში, ხოლო პოლონეთის ეკონომიკა 4-ჯერ დიდია, ვიდრე უკრაინის.

წინა პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, სახელმწიფო აპარატის მომსახურება ქვეყნის მშპ-ის 47% ჯდებოდა და ეს უფრო მეტია, ვიდრე ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ პირობა დადო, რომ ამ ხარჯს 2016 წელს მშპ-ის 41%-მდე შეამცირებს.



15.დეკემბერი.2018 18:30
197

11 ჯადოსნური ქალაქი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 14:00
3818

მეტროს ბილეთი ცარიელი პლასტიკის ბოთლის სანაცვლოდ - სტამბოლის ექსპერიმენტი

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 11:00
179

EU-სა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის დასაწყისში ამოქმედდება

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 17:20
253

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების ათეული

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 17:32
110

Apple ტეხასში $1 მილიარდის ღირებულების კამპუსს ააშენებს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 16:14
109

ტერეზა მეი გადადგომას გადაურჩა და პრემიერის პოსტს ინარჩუნებს

ვრცლად