მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში მასშტაბური კიბერ-შეტევა განხორციელდა

595265fe56739
BM.GE
27.06.17 18:04
1544
უკრაინაში მასშტაბური კიბერ-შეტევა განხორციელდა. თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ უკრაინული ბანკები, სახელმწიფო უწყებები და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია.

ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ვირუსის დასახელება უცნობია: „ცენტრალური ბანკი დარწმუნებულია, რომ საბანკო ინფრასტრუქტურა შეძლებს კიბერ თავდასხმისგან თავის დაცვას და მის განეიტრალებას“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ელექტორენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში Ukrenergo განმარტავენ, რომ თავდასხმას ამ დროისთვის მიწოდებაზე გავლენა არ ჰქონია.
წინა მასშტაბურ კიბერ თავდასხმაში უკრაინა ბრალს რუსეთს სდებდა.

BBC წერს, რომ თავდასხმის ობიექტი გახდა კიევის აეროპორტიც, - გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდასხმამ შესაძლოა ბორისპოლის აეროპორტში ფრენების გაუქმება გამოიწვიოს.
ამასთან, მაერსკის IT სისტემებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც IT სისტემები სრულად გაითიშა მრავალ პორტსა და ტერმინალზე მსოფლიო მასშტაბით.

APM Terminal-ის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში ამოქმედდა ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რათა კიბერთავდასხმამ მინიმალური გავლენა იქონიოს კომპანიის მომხმარებელზე.

ამ წუთებში, გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.