მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ 2020 წლამდე $12 მილიარდის საგარეო ვალი უნდა დაფაროს

5c0d857cdec35
ანა ლაპიაშვილი
10.12.18 09:00
689
უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის იაკობ სმოლის ინფორმაციით, ურკაინამ მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროცენტების ჩათვლით 12 მილიარდი დოლარის სახელმწიფო ვალი უნდა დაფაროს.

"2019- 2020 წლებში ქვეყანამ უცხოური ვალი პროცენების ჩათვლით 12 მილიარდი დოლარი უნდა დაფასოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარდა ჩვენ სხვა რესურსებთან წვდომა არ გვაქვს, ამიტომ IMF თან ახალ პროგრამაზე შეთანხმება და ხელმოწერა გამართლებულია,”-განაცხადა სმოლიმ.

მისივე განცხადებით, 2019 წელს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ცოტა ხნით ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონმა განაცხადა, რომ უკრაიანს 3.9 მილიარდი დოლარს ახალი შეთანხმების stand-by (SBA), საფუძველზე გამოუყოფს, რომელიც 14 თვეზე იქნება განაწილებული.

2018 წლის მდგომარეობით უკრაინის მთავრობის ვალის მშპ-სთან მიმართება 75%-ს შეადგენს. ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ვალის 49%-მდე შემცირებას ისახავს მიზნად.