12.ივლისი.2018 15:38
საზოგადოება

უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
უკანაფშავში, სოფელ შუაფხოს ტერიტორიაზე რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც სამომავლოდ თანადაფინანსების პრინციპით, ადგილობრივ კოოპერატივს გადაეცემა. პროექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, უწყებამ 787 ათას ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა. როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, გათვალისწინებულია 250 კვ.მ შენობის აშენება, რომელიც სრულად აღიჭურვება საჭირო ტექნიკით, რის შემდეგაც 25% -იანი თანადაფინანსებით ადგილობრივ კოოპერატივს გადაეცემა. წილის შესაბამისი თანხა, კოოპერატივმა 8 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. რაც შეეხება წარმადობას, საწარმოს 24 საათში 1,5 ტონა რძის გადამუშავება შეეძლება და მისი ძირითადი პროდუქტი დამბალხაჭო იქნება. კოოპერატივების სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პროგრამის ფარგლებში, უფრო დიდი მასშტაბის საწარმოების აშენება იგეგმება დმანისში, წალკასა და ახალქალაქში.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



19.თებერვალი.2019 23:00
37

პირველი ქართული ვისკი JIMSHER ახალ ხაზს უშვებს

ვრცლად
19.თებერვალი.2019 22:02
181

მაია ბითაძე: თბილისის გენგეგმა მარტის შუა რიცხვებში დამტკიცდება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 21:49
473

„ელიავას ბაზრობა იმ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს კატეგორიულად მიუღებელია“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 21:45
182

როდის ჩაუტარდება რეაბილიტაცია „რუსთაველის“ და „თავისუფლების მოედნის“ მეტროს სადგურებს?

ვრცლად
19.თებერვალი.2019 21:29
259

„საჭიროა თუ არა ყვითელი მარშუტკები დედაქალაქში, გაზაფხულზე გვეცოდინება“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 21:24
216

„უახლოეს პერიოდში დავდებთ ხედვას, როგორ შეიძლება გადაწყდეს „სვეტის“ მობინადრეების პრობლემა“

ვრცლად